თბილისი (GBC) – Apple-ის ჩინური მიმწოდებელი ქარხანა Foxconn, ახალი პროდუქტის გამოშვებამდე თანამშრომელთა რაოდენობას ზრდის.

Foxconn აცხადებს, რომ ახალი თანამშრომლებისთვის, რომლებიც მინიმუმ 90 დღის განმავლობაში იმუშავებენ, კომპანია დამატებით $424-ს გადაუხდის. ეს 3 თვიანი პერიოდი ემთხვევა ახალი Iphone 15-ის გამოსვლას, რომელიც სექტემბერშია დაანონსებული.

Foxconn-ს  არსებული თანამშრომლებისთვისაც გააჩნია წამახალისებელი სისტემა. არსებული თანამშრომელი, რომელიც  მეგობარს ან ნათესავს ქარხანაში სამუშაოდ მიიყვანს, დამატებით $70 ბონუსს მიიღებს.

ერთი ვერსიით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანია არსებულ სამუშაო ძალის დეფიციტს ებრძვის.  მეორე ვერსიით კი კომპანია ახალი პროდუქტის რეკორდულად დიდი რაოდენობის გამოშვებას აპირებს.