თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 15-19 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, Nasdaq 100-მა ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დააფიქსირა. საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებული მოლოდინების გათვალისწინებით, ინვესტორები უფრო რისკიან აქციებზე გადავიდნენ.

მოგების უფრო ნელი ზრდის მოლოდინების ფონზე, ინვესტორები აპრიორიტეტებენ უფრო იაფ სექტორებს, როგორიცაა მცირე კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები და ჯანდაცვა.

მას შემდეგ, რაც ტექ გიგანტების აქციების ფასები საგრძნობლად დაეცა, ამ კომპანიებმა ხელახლა უნდა დაარწმუნონ და მოხიბლონ ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მიღებული მოგებისა და შემოსავლების ზრდის პოტენციალით. "თუ ეს კომპანიები ვერ გამოიმუშავებენ მნიშვნელოვან მოგებას ხელოვნური ინტელექტისგან, აქციების ფასი დაბრუნდება იქ, სადაც ერთი წლის წინ იყო", - თქვა სამერ სამანამ Wells Fargo-დან.

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში Nasdaq–ის ინდექსი 1,58%–ით არის გაზრდილი – 18 007,57–მდე.