თბილისი (GBC) – ევროპის ცენტრალური ბანკი სადეპოზიტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 17 დეკემბრის სხდომაზე დასწევს, შემდეგი შემცირება კი დეკემბერში იქნება. ასეთი პროგნოზი აქვთ სააგენტო REUTERS-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტებს. 

სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილე ეკონომისტების მხოლოდ 12% ამბობდა, რომ განაკვეთებს რეგულატორი ოქტომბერში შეამცირებდა. თუმცა, მათმა უმრავლესობამ შეცვალა საკუთარი პროგნოზი და შერბილებას ოქტომბერში და დეკემბერში ელოდებიან, იმ ფონზე, როდესაც სექტემბრის ინფლაცია 2%–ს ჩამოსცდა. ბანკის რამდენიმე მმართველმა, მათ შორის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა მიანიშნეს, რომ განაკვეთის დაწევა ოქტომბერში მოხდება.

სააგენტოს მიერ 8 ოქტომბერს გამოკითხული ეკონომისტების 90%–ის (75–დან 70) პროგნოზით, ევროპის ცენტრალური ბანკი მომდევნო კვირაში სადეპოზიტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით 3,25%–მდე დასწევს, რაც ზედიზედ მეორე შერბილება იქნება. მხოლოდ 5 ეკონომისტი ფიქრობს, რომ რეგულატორი განაკვეთს არსებულ ნიშნულზე შეინარჩუნებს.

გამოკითხული 75 ეკონომისტიდან 68 ფიქრობს, რომ დეკემბერში ბანკი განაკვეთს 3%–მდე ჩამოიყვანს.