როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.“აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.®
1794411289
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.(R)
1794410998
კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
1794409720
საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.
1794408919
„საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში ლიცენზირებისა და რეგულირების პროცედურების გამარტივება ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების შემოსვლასა და არსებულ ფინანსურ ორგანიზაციებში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს” , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.როგორც ნათია თურნავამ განმარტა, კანონპროექტის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის გადახედვა და იმ პროცედურების გამარტივება, სადაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება შესაძლებელია.მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საფინანსო, განსაკუთრებით კი საბანკო სექტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პირველ ადგილზეა. სექტორზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 36-40% მოდის, რაც საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.„რადგან ეს დარგი არის ნომერი პირველი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ჩვენც უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ამ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, პროცედურების გამარტივება არ გულისხმობს საზედამხედველო მოთხოვნების შემსუბუქებას. ეროვნული ბანკი კვლავ მკაცრად შეაფასებს საქართველოში შემოსვლის მსურველი ინვესტორების შესაბამისობას დადგენილ კრიტერიუმებთან.ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მაღალი რეიტინგების გათვალისწინებას რათა იმ შემთხვევებში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტს ან მის მარეგულირებელ გარემოს მაღალი საერთაშორისო შეფასება აქვს, აღარ გახდეს საჭირო ყველა საკითხის ნულიდან გადამოწმება.ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი ღიაა სხვადასხვა გეოგრაფიული არეალიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და მიესალმება როგორც ინდური, ისე ყაზახური, ბრიტანული და სხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების ინტერესს.„ეს ცვლილება განპირობებულია არა კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, არამედ დარგის განვითარების დინამიკიდან გამომდინარე. პრივილეგია არავის სჭირდება და არც ისარგებლებენ. საუბარია იმაზე, რომ თუკი არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი რეიტინგი, ჩვენ ეს მივიღოთ მხედველობაში და ნულიდან არ დავიწყოთ იმ საკითხის გადამოწმება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო კომპანიების მიერ უკვე შეფასებულია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.სებ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა. პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ დოკუმენტს.
1794408019
სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რარიგ მნიშვნელოვანია სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდობა გააჩნდეს. თურნავას თქმით, საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ სისტემას მიწეოდება, სიჭარბისას პირიქით ლიკვიდობის ბაზრიდან იღებს.საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდების სებ-ის ფუნქციაზე ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ასევე აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ლარზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდება.შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.
1794406426
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხები...
1793169691








