eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან: დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი; მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი; მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში; ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი; ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი; დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი; იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი; არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი; მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება: საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია; ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა; ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Insparkინოვაციების პარტნიორი: Visaპარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina(R)
1792775023
19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Cellfie-ის Travel eSIM-ის შერჩეული ინტერნეტპაკეტების შეძენისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე: ევროპა - 2 GB ევროპა - 7 GB მსოფლიო - 2 GB მსოფლიო - 7 GB ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას საჭიროა აქტივაციის კოდის CELLFIEBOG შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.აღნიშნული ინტერნეტპაკეტებით სარგებლობისას, Uber-ის, Bolt-ის, Google Maps-ის, MyCellfie App-ის, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის ტექსტური შეტყობინებების გამოყენებისას ინტერნეტმეგაბაიტები არ დაიხარჯება.შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.(R)
1792767000
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.საუბარი შეეხო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ ვითარებას, საშუალოვადიან პროგნოზებს, დაკავშირებადობისა და სხვა საინვესტიციო პროექტების მიმართულებით საქართველოს გეგმებს.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ანა-მარია შნაიდერი.
1792758780
მეტიც, რამდენიმე წლის წინ, ანაკომ რომ მითხრა გათხოვებას ვაპირებო, ძალიან გამიკვირდა, - რა დროს შენი გათხოვებაა შვილო, ჯერ პატარა ხარ-მეთქი და თვითონ უფრო გაკვირვებულმა მითხრა, - მამი უკვე დიდი ვარ, უკვე გავიზარდე და უკვე ოცდაერთი წლის გავხდიო.ოცდაერთი წლის ქალს, მე რომ გათხოვებას ვერ დავუშლიდი, კი მივხვდი და ანა-მარიამს "ვეფხისტყაოსანიც" გავატანეთ მზითევში და მერე თამარ მერლანიც დაიბადა. პატარა თამარს რომ ჩვენთან მოიყვანდნენ ხოლმე კვირაობით და უზომო სიხარულით ვაღებდი კარს, საბოლოოდ ვრწმუნდებოდი, რომ მე თვითონ უკვე აღარ ვიყავი პატარა. თუმცა, არც მერე, უკვე ლაპარაკი რომ დაიწყო, თამარს არასოდეს მოუმართავს ჩვენთვის როგორც ბებიასა და ბაბუასთვის და ყოველთვის პირდაპირ სახელებით მოგვმართავდა. რასაკვირველია ჩემთვის, როგორც ქართლელისთვის, ისედაც უცნაურად ჟღერს სიტყვა ბაბუა და როგორც რუსთაველი ამბობს, სინამდვილეში პაპა ვარ, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში, მაინც ფუნქციაა, რომელსაც კარგად ვერ ვასრულებ და არც კარგი პაპა ვარ და არც კარგი ბაბუა. ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებიც იმ ურთიერთობებზე, რაც ბაბუასა და შვილიშვილებს შორის წიგნებში თუ ფილმებში არსებობდა, მგონი ისედაც აღარ არსებობს, რადგან თამარ მერლანის თაობა, უკვე სულ სხვა თაობაა. საქართველოშიც და საერთოდ სამყაროშიც, მართლა სულ სხვა თაობა გაჩნდა ბევრი მიზეზის გამო და ერთ-ერთი მთავარი კი - უსასრულო ტექნოლოგიური ცვლილებებია. სამყარო ისე შეიცვალა, რომ ჩვენც სხვა გზები უნდა ვეძებოთ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების გასაცნობად, მათთან ურთიერთობისა და მეგობრობის შესანარჩუნებლად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება.როცა დედებს ან ბებიებს, დილიდანვე აქვთ თავები ჩარგული ეგრეთ წოდებულ გაჯეტებში, შვილიშვილებსაც ძალიან აინტერესებთ რას "სქროლავენ" უფროსები ასე გამწარებულები, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ მათი ცხოვრების ყველაზე კეთილი თანამგზავრი, მაინც წიგნი იქნება.ამასწინათ მივადექი კიდეც თამარ მერლანს იმ წიგნით ხელში, რომელიც საბავშვო მწერალმა კრისტინ როშიფტემ შექმნა და ქართულად უკვე თარგმნეს და გამოსცეს კიდეც (ისევე როგორც უამრავ ქვეყანაში), მაგრამ მთავარი მაინც ქართულად გამოცემაა, რადგან თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი იმის ახსნას ცდილობს პატარა მკითხველებისთვის, რასაც დიდებს გვასწავლიდა შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში.წიგნს ჰქვია "მოდი, ერთად დავითვალოთ" და აბა ჯერ კიდევ როდის ეწერა "ვეფხისტყაოსანში," რომ სამყაროში უთვალავი ფერია და ეს არის კიდეც ამ სამყაროს მთავარი ხიბლი და უპირატესობა. ჯერ კიდევ როდის გვითხრა რუსთაველმა რომ სამყაროს მთავარი საგანძური, არის ერთი, კონკრეტული ადამიანი და ადამიანი უნდა იყოს კიდეც ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება.იმედია ჩვენი შვილიშვილებისთვისაც, ყველაზე რთულ და გამოწვევებით სავსე დროში, სიყვარული იქნება მათი ცხოვრების გზაც და ხიდიც, როგორც ამას "ვეფხისტყაოსანი" გვკარნახობდა.და იმედია, სადაც ბევრი წიგნი და სიყვარული იქნება, იქნება ბედნიერებაც და თავისუფლებაც...(R)
1792758576
Capital Square 22-სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც გმირთა მოედნიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსდება მაღალი კლასის საცხოვრებელი აპარტამენტები ლობითა და კონსიერჟის მომსახურებით, A კლასის ბიზნესცენტრი, კომერციული ფართები, დახურული საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი.კომპლექსში ტერიტორიის ნახევარზე მეტი რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა, სადაც შენარჩუნდება მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, მოეწყობა დაცული და ავტომობილებისგან თავისუფალი ეზო, საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები.პროექტს 13-წლიანი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანია “საბურთალო ფიჭვები” განახორციელებს.„თიბისისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების, ენერგოეფექტური და მწვანე პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქალაქის განვითარებასთან ერთად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც ემსახურება. Capital Square სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მოხარული ვართ, რომ კომპანიასთან ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, წლებია, პარტნიორებთან ერთად ხელს ვუწყობთ უძრავი ქონების სფეროს განვითარებას და 42%-იანი წილით სექტორის წამყვანი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი კურცხალია, თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი კორპორატიული ბანკირი.„Capital Square-ის იდეა მხოლოდ თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნას არ გულისხმობს. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ადამიანებს მომავლის ხარისხს აწმყოში შესთავაზებს. კაპიტალ სქვერში საცხოვრებელი, „სამუშაო და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები მწვანე არქიტექტურასთან ჰარმონიულად ერთიანდება. Capital Square თბილისის გულში, გმირთა მოედანთან, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. უნიკალური ლოკაცია შესაძლებლობას იძლევა, იცხოვროთ თბილისის ცენტრის მშვიდ და მწვანე ნაწილში და ამავდროულად, იყოთ ქალაქის დინამიური ცხოვრების ეპიცენტრში, სტრატეგიულ ლოკაციებსა და ბიზნესცენტრებთან სულ რამდენიმე წუთის სავალზე.მოხარულები ვართ, რომ პროექტის ფინანსური პარტნიორი თიბისი ბანკია. ჩვენთვის ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ პროექტის ხარისხისა და განვითარების მიმართ ნდობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა’’, - ბათია ჯანაძე, ,,კაპიტალ სქვერის’’ დამფუძნებელი.(R)
1792758378
Citibank-თან პარტნიორობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ბაზისბანკის შესაძლებლობებს აშშ დოლარში საერთაშორისო ანგარიშსწორების მიმართულებით, აფართოებს საგადახდო არხებს და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.საერთაშორისო ქსელის გაფართოება და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება ბაზისბანკის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გლობალურ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ბანკი ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბიზნესის, საგარეო ვაჭრობისა და გლობალური ფინანსური მომსახურების მხარდასაჭერად.„Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ბაზისბანკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ბანკის მიმართ საერთაშორისო ნდობას, არამედ პირდაპირ აისახება ჩვენი მომხმარებლების მომსახურების ხარისხზე. ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ აშშ დოლარში ანგარიშსწორების კიდევ უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მოქნილ შესაძლებლობას. განვაგრძობთ საერთაშორისო ქსელის განვითარებასა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების საქმიანობასა და განვითარებას საერთაშორისო ბაზრებზე”, - ბაზისბანკის ფინანსური დირექტორი, ლია ასლანიკაშვილი.ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.2026 წლის 9 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.4 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.4 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 9 თვის წმინდა მოგებამ 178.6 მილიონი ლარი შეადგინა.(R)
1792758051
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...
1791892894
ნათია თურნავა ტაილანდში IMF & WB-ის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს
1791789790
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156494
სების განცხადება „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებაზე
1791804160














