მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.
1794216977
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შესაძლებლობა სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა შექმნა. 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა.ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქრო დაამატა. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.
1794216302
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება.სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.
1794214636
„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.ქართველმა კოლეგებმა დელეგაციას ასევე გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და სერტიფიკატების გაცემის პროცედურა. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტსაც ეწვია, სადაც თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთი ობიექტი დაათვალიერა.აუდიტის შედეგების საფუძველზე „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიას გაუგზავნის შესაბამის აქტს, რომელიც მის კომპეტენციასა და კვლევის შედეგების სანდოობას დაადასტურებს. უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს.
1794214565
ვაშინგტონის მონოპოლია და ევროპული შფოთვამას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, პუტინთან პირდაპირი კონტაქტი აღადგინა და კიევისთვის ფინანსური დახმარება შეაჩერა, ევროპამ სამშვიდობო პროცესზე გავლენა ფაქტობრივად დაკარგა. ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრამ და მისი „ჰუმანიტარად“ მოხსენიებამ ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აიძულა იმოქმედონ, რათა ვაშინგტონი მოსკოვთან ერთადერთ დასავლელ მომლაპარაკებლად არ დარჩენილიყო.„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ერთადერთი ხმა, რომელიც მოსკოვამდე აღწევს, ვაშინგტონიდან მოდის... ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ ეს ომი ევროპის მოსკოვთან დიალოგის გარეშე დასრულდება“, - განუცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ POLITICO-ს.მოლაპარაკების დეტალები და მოკავშირეების მწვავე რეაქციაგამოცემის ინფორმაციით, საუბრისას სტუბმა და სტორემ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილები გადასცეს, რომ ტერიტორიული საკითხები მხოლოდ პირისპირ, ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს და მანამდე აუცილებელია დეესკალაცია. პუტინმა განაცხადა, რომ აბუ-დაბის შეხვედრისთვის მომლაპარაკებლებს მოამზადებდა, თუმცა ნორვეგიული მხარე არ ელის, რომ ეს ნაბიჯი დიდ გარღვევას მოიტანს.სატელეფონო ზარს ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ სკეპტიკურადაა განწყობილი ცალკეული ინიციატივების მიმართ და ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, ევროპა არ უნდა ირგებდეს შუამავლის როლს და არ უნდა ცდილობდეს „დიქტატორის ასიამოვნოს“. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა მხოლოდ „სიძლიერით“ მიიღწევა და არა დაშოშგინების პოლიტიკით. მწვავე რეაქციის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორდიკელი ლიდერები დაიცვა და აღნიშნა, რომ ისინი რეალურად ეხმარებიან უკრაინას. მოწონება გამოხატა მოსკოვმაც - პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში არიან ძალები, რომელთაც სტრატეგიული დამარცხების ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგი სურთ.ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგების მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის ტემპს კვლავ დონალდ ტრამპი განსაზღვრავს, ხოლო ევროპა შიდა განხეთქილებისა და ერთიანობის ნაკლებობის გამო პროცესებს მიღმა რჩება.
1794209786
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა (45.3%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9% შეადგინა.3Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.7%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112 ათასი ვიზიტი. 3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 3Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3%-ით ნაკლებია. ვიზიტების 97.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.3Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾835.2 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 19.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3Q25-თან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა
1794208499
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974










