1793347106
დაკრედიტების ზრდა დაჩქარდა,ძირითადად ბიზნეს სესხების ზრდის ხარჯზე, თუმცა მატება გარკვეულწილად წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. ამასთან, ოქტომბერში ინდიკატორები კვლავ ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს: ჯამური უნაღდო ხარჯების ოდნავ შემცირდა, ძირითადად ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შესყიდვების შენელების გამო, ხოლო უცხოური ბარათებით ხარჯები სექტემბრის მაღალ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ თვის ბოლოს საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გასული წლის იმავე პერიოდის დონეს ჩამოსცდა.30 ოქტომბერს, აგვისტოში S&P-ის ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. მიზეზებად სააგენტომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სავალუტო რეზერვების დაგროვება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაბალ დონეზე მდგრადად შენარჩუნების მოლოდინი დაასახელა. თიბისი კაპიტალის შეფასებით, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა ბალანსმა მეორე კვარტალში მშპ-ის 0.4% შეადგინა და, უკვე ზედიზედ მეხუთე კვარტალია, პროფიციტში ნარჩუნდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მიერ დანარჩენი მსოფლიოდან მიღებული სავალუტო შემოსავლები საზღვარგარეთ გადახდილ თანხებს აღემატებოდა. ამავდროულად, სახეზეა გარკვეული შენელებაც - მეორე კვარტლის პროფიციტი მხოლოდ მცირედით აღემატება პირველი კვარტლის იმავე მაჩვენებელს (მშპ-ის 0.1%), ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელია, რაც პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის გადახდილი დივიდენდების წლიურ ჭრილში ფაქტობრივად გაორმაგებას უკავშირდება. წინასწარი შეფასებით, მოსალოდნელია, რომ პროფიციტი მესამე კვარტალშიც შენარჩუნდა.ამ ფონზე, სებ-მა სექტემბერში სავალუტო ბაზარზე დამატებით 249 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო წლის დასაწყისიდან ჯამურმა შესყიდვებმა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სექტემბრის ბოლოს მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაბამისობის ნორმის 129%-ია. მოსალოდნელია, რომ სებ-ის მხრიდან უცხოური ვალუტის შესყიდვები მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. წმინდა სავალუტო შემოდინებების მხრივ, სექტემბერში დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. ექსპორტის ზრდა დაახლოებით 4%-მდე შენელდა, რაც ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ და დანარჩენი ექსპორტის გასული წლის მაღალ ბაზასთან შედარებით კლებამ განაპირობა, იმპორტის ზრდა კი ძირითადად ნავთობპროდუქტების ხარჯზე დაჩქარდა. შენელდა ავტომობილებისა და ნედლეულის გარეშე ექსპორტის ზრდაც, თუმცა წლის დასაწყისიდან ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება, ხოლო სავაჭრო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით წინა წლების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, წლიურად 10%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები. ფულადი გადარიცხვების ერთ-ერთი მსხვილი რუსული სისტემის სანქცირების შემდეგ რუსეთიდან გზავნილები ჯერჯერობით გასული წლის დონის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს, ხოლო ევროპიდან გზავნილებზე უარყოფითად ევროს გაუფასურება მოქმედებს. საპირისპიროდ, ტურიზმიდან შემოსავლები მესამე კვარტალში წლიურად თითქმის 12%-ით გაიზარდა, ძირითადად ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორების ხარჯზე.ოქტომბერში ნავთობი კიდევ უფრო გაძვირდა, სურსათის ფასების დინამიკა კი არაერთგვაროვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო თვიურმა ფასმა წლის მაქსიმუმს მიაღწია და, მიწოდების რისკების მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ამჟამად დაახლოებით 110 აშშ დოლარად ივაჭრება, მაშინ როდესაც საბაზო სცენარი წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებას მოიაზრებდა. ამასთან, სექტემბერში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. თუმცა, საგრძნობლად შემცირდა მარცვლეულის საერთაშორისო ფასი – ოქტომბრის მდგომარეობით, ხორბალი აგვისტოს ბოლოს დაფიქსირებულ პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით არის გაიაფებული.21 ოქტომბრის სხდომაზე სებ-მა ინფლაციის პროგნოზი გაზარდა, თუმცა, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა. ამავდროულად, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, წინა სხდომებთან შედარებით, უფრო ძლიერია. სექტემბერში ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა. აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში განაკვეთები უცვლელად დატოვეს, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე დეკემბერში ორივეს შემთხვევაში განაკვეთის ზრდას მოელიან. საერთო ჯამში, შიდა ინფლაციური წნეხის ზრდა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობები დეკემბერში სებ-ის მხრიდან განაკვეთის 8.5%-მდე გამკაცრების ალბათობას ზრდის.სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ინფლაციის ძირითადი ტენდენცია ძლიერდება. უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადი ეფექტის გარეშე, წლიური ინფლაცია 6.3% იქნებოდა, საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1%, მომსახურების ინფლაცია კი იმავე 3.7%-ის ნაცვლად 6.6%. ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. გარდა ამისა, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის. საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს. საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს, რადგან უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია შესაძლოა პროგნოზს გადააჭარბოს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007754-macro-update-georgia
1793626667
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა: ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება; დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი; მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი; ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა; კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები. რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორ აკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინის ინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.როგორ უნდა შეავსო განაცხადი?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე. საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1793621369
შეთავაზების ფარგლებში, პირველი 10,000 მოსწავლე, რომელიც 2 ნოემრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიღებს sCool Card-ს, სასკოლო ფორმის შეძენისას 50%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).იმ მოსწავლეებს კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელში ვერ მოხვდებიან, ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უკვე აქვთ sCool Card, სასკოლო ფორმის შეძენისას 10%-იანი ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ (მაქსიმუმ 20 ლარი).შეთავაზება 2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ გაყიდვის წერტილებში, ისე ონლაინ. ქეშბექი მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად, 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება 5-დან 12 წლის მოსწავლეებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში აიღებენ sCool Card-ს. ქეშბექით სარგებლობისთვის კი აუცილებელია სასკოლო ფორმის შეძენისას sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა.sCool Card-ის აღება უფასოა და მისი შეკვეთა შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან, ვებგვერდიდან ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბარათის შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.sCool Card მოსწავლეებისთვის შექმნილი ბარათია, რომელიც მათ სხვადასხვა ყოველდღიურ ბენეფიტს სთავაზობს, მათ შორის, სატრანსპორტო შეღავათებს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ჯანდაცვის პროგრამას.(R)
1793619133
2 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩათვლით, თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები სასკოლო ფორმების შეძენისას 40%-მდე ქეშბექს მიიღებენ, ხოლო მშობლებს, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან, ფორმის ღირებულების 100%-ის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.40%-მდე ქეშბექი6-13 წლის მოსწავლეები, რომლებიც 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პირველად აიღებენ თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 მომხმარებელს შორის, რომლებიც სასკოლო ფორმებს შეიძენენ, გადახდილი თანხის 40%-ს, ჯამში მაქსიმუმ 40 ლარს, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ.ის მოსწავლეები კი, რომლებიც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, სასკოლო ფორმის შეძენისას 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება ვრცელდება როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებზე.100%-იანი ქეშბექიმშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან და შვილის მოსწავლის ბარათით შეიძენენ სასკოლო ფორმას, გადახდილი თანხის 100%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, დაიბრუნებენ.თიბისის ახალ სახელფასო მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ბოლო 6 თვის მანძილზე არ იღებდა ხელფასს თიბისიში, ახლა კი - საკუთარ დამსაქმებელს თიბისის ანგარიშის რეკვიზიტებს გაუზიარებს და ანგარიშზე ხელფასის რეალურ ჩარიცხვას დაიწყებს.თითოეულ მოსწავლეზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ქეშბექ შეთავაზება. სასკოლო ფორმის სრული სეტის (ორი ქვედა ნაწილი და პიჯაკი) ღირებულება 95 ლარია.სასკოლო ფორმის ფიზიკურად შეძენისას გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS-ტერმინალზე. ონლაინ შეძენისას კი (ვებგვერდზე formеbi.emis.ge), თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.თიბისის მოსწავლის ბარათი უფასოა და მისი ციფრული ვერსია შეკვეთისთანავე მზადდება.შეუკვეთე მოსწავლის ბარათი მარტივად, თიბისის მობაილბანკში და დაზოგე 100%-მდე.შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად ეწვიე ბმულს.(R)
1793618249
საანგარიშო პერიოდში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა. მხოლოდ 2026 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 4,254 ტრანზაქცია დაფიქსირდა.2026 წლის 9 თვის მონაცემებით, ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,353 შეადგინა (+4% წლიურად). ხოლო სექტემბრის თვეში საშუალო გასაყიდი ფასი $1,373-მდე გაიზარდა (წლიური 3%-იანი ზრდა).კატეგორიების მიხედვით (ბოლო 12 თვის საშუალო გასაყიდი ფასი, $/კვ.მ): ლუქს კლასი: $4,319 პრემიუმ +: $3,121 პრემიუმი: $2,374 კომფორტი: $1,621 ეკონომ +: $1,208 ეკონომი: $865 რაც შეეხება იჯარის ბაზარს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე $10.1 შეადგინა, ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს გაუტოლდა. მხოლოდ სექტემბერში გასაქირავებელი ფასი $10.3 იყო (1%-იანი ზრდა), ხოლო ამონაგებმა 8.2% შეადგინა (0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა წელთან შედარებით).ბაზრის სეგმენტაციით, 2026 წლის სექტემბერში ძველი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით გაიზარდა (3,496 ტრანზაქცია). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა და 758 ტრანზაქციას გაუტოლდა. კლება ძირითადად კვ.მ-ზე $1,500-ზე დაბალი ფასის ბინებზე მოდის. შედეგად, ჯამურ გაყიდვებში ახალი ბინების წილმა 18% შეადგინა. 9 თვის ჭრილში ორივე სეგმენტში ზრდა დაფიქსირდა: ძველი ბინების გაყიდვები 23%-ით, ხოლო ახალი ბინების 3%-ით გაიზარდა.„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა. კლება ძირითადად ისნის, გლდანისა და დიდი დიღმის ხარჯზე დაფიქსირდა. ნებართვების ყველაზე დიდი წილი ნაძალადევსა და დიდ დიღომზე მოდის (თითოეული 17%), რომელსაც საბურთალო (15%) მოსდევს.
1793617863
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.25% წინა კვირასთან შედარებით და -16.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 299 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.60 - 127.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.48 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.64% წინა კვირასთან შედარებით და -15.54% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 284 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.48 - 50.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.19% წინა კვირასთან შედარებით და -7.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.40 - 46.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.
1793616743
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931










