GE EN
სხვა სიახლეები
მიკრობანკ კრისტალისთვის მობილური ბანკინგის აპლიკაციას საერთაშორისო კომ...

თბილისი (GBC) - მიკრობანკი „კრისტალი“ ციფრული მომსახურების არხების განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ამ მიზნით, კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და IT კონსალტინგის საერთაშორისო კომპანია Andersen-თან გააფორმა. ანდერსენი კრისტალის სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორის როლს შეასრულებს და ხელს შეუწყობს ბანკის ციფრული არხების განვითარებას მიკრობანკის ლიცენზიის ფარგლებში.2026-2027 წლებში მიკრობანკი კრისტალი პრიორიტეტს კომპანიის მობილური ბანკინგის ინოვაციური აპლიკაციის შექმნაზე აკეთებს.“ციფრული არხების განვითარება „კრისტალის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კრისტალის Andersen-თან პარტნიორობით, ახალი პლატფორმა ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სერვისებით უფრო მარტივად და სწრაფად  ისარგებლონ და საჭირო მომსახურება ერთიან ციფრულ სივრცეში, მოქნილად და სწრაფად მიიღონ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს”, - აღნიშნავს მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.„თითქმის 28 წელია, კრისტალი საქართველოს რეგიონებში მეწარმეებს ემსახურება, ხოლო მიკრობანკის ლიცენზია ამ ისტორიის ახალ თავს ხსნის. ჩვენი ამოცანაა, ამ მომხმარებლებს შევთავაზოთ მობილური ბანკინგის აპლიკაცია, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გამოიყენებენ - იმ ბაზარზე, სადაც ადამიანებს უკვე აქვთ მოლოდინი, რომ ბანკის მომსახურება მათ ტელეფონში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ აპლიკაციას გრძელვადიანი ტექნოლოგიური პარტნიორობის პირველ ნაბიჯად მივიჩნევთ. ანდერსენის გამოცდილება მობილური და ციფრული ბანკინგის, საგადახდო სისტემებისა და საბაზისო საბანკო სისტემებთან ინტეგრაციის მიმართულებით ახლა კრისტალის ციფრული განვითარების გზამკვლევის ნაწილია“, - განაცხადა ანდერსენის რეგიონალურმა დირექტორმა, გიორგიმ თაქთაქიძემ. „მობაილბანკის შექმნა სხვადასხვა მიმართულების მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენი გუნდისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და კომპეტენციები საერთო მიზანს მოვახმაროთ და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებს უპასუხებს “, - აღნიშნავს კრისტალის ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი ოფიცერი ლაშა ყანჩაველი.თითქმის 28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში „კრისტალი“ მიკრო და მცირე ბიზნესის, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ციფრული არხების განვითარება ამ ხედვის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისებით სარგებლობის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარება კრისტალს  საშუალებას აძლევს, მომსახურების ტრადიციული არხები ციფრულ შესაძლებლობებს შეუთავსოს და მომხმარებლებს ურთიერთობის უფრო მოქნილი ფორმები შესთავაზოს.მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/ Andersen-ის შესახებ:ანდერსენი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და IT კონსალტინგის საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საქმიანობის 19-წლიანი გამოცდილება, 3 500-ზე მეტი შიდა ექსპერტი, 18 ოფისი და 2 000-ზე მეტი გლობალური კლიენტი ჰყავს.კომპანია მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს - ბიზნესანალიზიდან და სისტემების დაპროექტებიდან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით, ტესტირებითა და უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული.ფინანსური მომსახურებების მიმართულებით ანდერსენს განხორციელებული აქვს 350-ზე მეტი პროექტი, რომლებზეც 480-ზე მეტი დარგის სპეციალიზებული ექსპერტი მუშაობს. კომპანიის კომპეტენციები მოიცავს მობილურ და ციფრულ ბანკინგს, საგადახდო გადაწყვეტილებებს, დაკრედიტებას, საბაზისო საბანკო სისტემებთან ინტეგრაციასა და ღია ბანკინგს. კომპანიის გამოქვეყნებული პროექტები მოიცავს ფიზიკური და ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილ მობილური ბანკინგის აპლიკაციებს, საგადახდო პლატფორმების მოდერნიზაციასა და ციფრული დაკრედიტების გადაწყვეტილებებს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: andersenlab.com(R)

1793776366

5 საკითხი, რომელსაც ევროპამ ყურადღება უნდა მიაქციოს, როდესაც დემოკრატე...

1. ევროპა ტრამპის რისხვის მთავარი სამიზნე გახდებასენატში გამარჯვებისა და წარმომადგენელთა პალატის დაკავების შემდეგ, დემოკრატები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მასშტაბურ საპარლამენტო გამოძიებებს დაიწყებენ (მათ შორის ირანის ომზე, FBI-ის მართვასა და ტრამპის ოჯახის ბიზნესებზე). საშინაო ფრონტზე შეზღუდული პრეზიდენტი ეცდება დაამტკიცოს, რომ კვლავ ძლიერი ლიდერია, ამისთვის კი საგარეო პოლიტიკასა და ვაჭრობას გამოიყენებს, სადაც მას მოქმედების ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილება აქვს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი აფრთხილებს ევროპას, რომ ჰარმონიული ურთიერთობების ნაცვლად, ტრამპის მხრიდან უფრო ხისტ მოთხოვნებსა და უთანხმოებებს უნდა ელოდონ.2. ამოსუნთქვის შესაძლებლობა უკრაინისთვისდემოკრატების მიერ კონგრესის დაკავება გააადვილებს უკრაინისთვის დახმარების პაკეტების ინიცირებას. თუმცა, Chatham House-ის დირექტორის, ბრონუენ მადოქსის განცხადებით, ეს არ ნიშნავს მყისიერ ხსნას: ფინანსური და სამხედრო რესურსების რეალურად ამოქმედებას თვეები ან წლები დასჭირდება. უკრაინას კი საჰაერო თავდაცვის სისტემები (განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტები) რუსული დაბომბვებისგან დასაცავად დაუყოვნებლივ, ამ ზამთარსვე სჭირდება.3. ტრამპისეული „სამშვიდობო შეთანხმება“აშშ-ის ყოფილი დიპლომატის, კურტ ვოლკერის ვარაუდით, ტრამპმა შესაძლოა იგნორირება გაუკეთოს კიევისა და ევროპელი მოკავშირეების პროტესტს და ცალმხრივად დაიწყოს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და ენერგეტიკული გარიგებების დადება. თუმცა, NATO-დან გამოსვლის ან ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების კუთხით ვოლკერი მკვეთრ ნაბიჯებს არ ელის, რადგან ამ საკითხში ტრამპს არც დემოკრატების, არც რესპუბლიკელებისა და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.4. ენერგომატარებლების ფასების რყევასანამ ტრამპი თეირანთან შეთანხმებას არ მიაღწევს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, ევროპაში მაღალი ფასები და საცხოვრებელი კრიზისი შენარჩუნდება. Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო'ლირი აფრთხილებს, რომ ირანთან კრიზისის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ავიაციას გაზაფხულზე სერიოზული პრობლემები ელის. ტრამპის მხრიდან სამხედრო ოპერაციების განახლება ფასებს კიდევ უფრო გაზრდის, რაც აშშ-შიც არაპოპულარული ნაბიჯი იქნება.5. ვაშინგტონის შიდაპოლიტიკური ქაოსიარსებობს დიდი შანსი, რომ აშშ იმ დონით შთანთქოს შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ და იმპიჩმენტისა თუ ეთიკის საკითხებზე დავებმა, რომ არც თეთრ სახლს და არც კონგრესს საგარეო პოლიტიკისთვის დრო აღარ დარჩეთ. ეს კი ევროპას გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებთან პირისპირ დატოვებს.

1793776037

„ლირიკა“, „ტრამადოლი“ და „ფსევდოეფედრინი“ - სარფის საბაჟოზე მოქალაქეებ...

საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა  ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის"  შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი".გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

1793774730

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპ...

ოლიმპიური თამაშები მხოლოდ სპორტული მიღწევების ისტორია არ არის. თითოეული სპორტსმენის წარმატების უკან მრავალწლიანი შრომა, მნიშვნელოვანი  გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობების  რწმენა დგას. საქართველოს ბანკისთვის ამ გზაზე სპორტსმენების გვერდში დგომა პრიორიტეტია.ამასთან, ოლიმპიელების მხარდაჭერა ბანკისთვის ეროვნული წარმატების თანამონაწილეობასაც ნიშნავს. როდესაც სპორტსმენი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით გამოდის, ის არა მხოლოდ საკუთარ მიზანს, არამედ ქვეყანას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით მომავალ თაობას შთააგონებენ.პარტნიორობის ფარგლებში, ბანკს ახალგაზრდებამდე ორი მნიშვნელოვანი გზავნილი მიაქვს: არ გაჩერდე და შესაძლებლობები უსაზღვროა. ოლიმპიელების გამოცდილება კი ამის ნათელი მაგალითია - დიდი მიზნების მიღწევა მონდომებით, შრომითა, საკუთარი თავის რწმენით და არ გაჩერებით არის შესაძლებელი.საქართველოს ბანკისთვის სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. ბანკი აქტიურად აგრძელებს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებითა და წარმატებით ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი(R)

1793720280

თურნავა - თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო...

სამიტის მთავარი თემა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“ იყო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.სამიტში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების და საინვესტიციო კომპანიების ლიდერები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. სწორედ მათი მონაწილეობით შეიქმნა პლატფორმა გლობალური ფინანსური ტენდენციების, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.ორდღიანი სამიტზე მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სექტორის განვითარების აქტუალური ტენდენციები, რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარება, ციფრული ვალუტები, ხელოვნური ინტელექტი, ღია ბანკინგი, ფინანსური ტექნოლოგიები და გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის შეხვედრები საქართველოს შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და საინვესტიციო პოტენციალი გააცნოს. მისივე შეფასებით, სამიტი საკმაოდ წარმატებული იყო და მასში საერთაშორისო ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების მონაწილეობა საქართველოსთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.სამიტში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა. პანელური დისკუსიების ფარგლებში მათ ისაუბრეს რეგიონული საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობაზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებაზე, საბანკო სექტორის პერსპექტივებსა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე. შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ფინანსური სექტორის განვითარების ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმებული მემორანდუმები და ახალი ინიციატივები.კერძოდ, საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომავალი ლიდერების სასტიპენდიო პროგრამის შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ციფრული აქტივებისა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank-მა და სინგაპურში დაფუძნებულმა Global Finance & Technology Network-მა (GFTN). შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-სინგაპურის გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, რომელიც ქართველ სტუდენტებს სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (SMU) სწავლისა და საერთაშორისო ფინტექ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს. სამიტის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება AIFC Connect: Tbilisi 2026, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბანკის, GFTN-ის ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას, კაპიტალის ბაზრებზე ურთიერთწვდომის გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების ხელშეწყობას.სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ღონისძიება Global Use of RMB, რომელიც Bank of China-ს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და GFTN-ის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის მიზანი ჩინურ იუანში (RMB) საერთაშორისო საინვესტიციო და საფინანსო შესაძლებლობების ხელშეწყობა და ჩინეთს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-სა და Bank of China-ს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.ღონისძიებამ ასევე უმასპინძლა საერთაშორისო ფინტექ ჰაკათონის დემო დღეს. ჰაკათონში მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულმა გუნდებმა GITA-ს მიერ დაწესებულ ფულად პრიზებთან ერთად მოიპოვეს დუბაისა და სინგაპურის გლობალურ ტექნოლოგიურ  ღონისძიებებზე დასწრების საგზურები.„თბილისის ფინანსური სამიტი“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებას, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციების განვითარებასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. სამიტი ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდება და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო დიალოგისა და ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობას.

1793719860

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენ...

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy; ScaleUp; სქილვილი (Skillville); AgileSchool; Smart Fish Academy; Edutech Academy; Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია; ნეომაინდ აკადემია; Sky21; რე ედუქეითი; ელექტრონული აკადემია; დიზაინის ინსტიტუტი; ღვინისა და გასტრონომიის აკადემია. რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის სტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)

1793713370