GE EN
სხვა სიახლეები
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება - შემოსავლების სა...

ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.geელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას, ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.მნიშვნელოვანი სიახლეა, შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს: მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას. ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს  ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვინეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა -  ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში: თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას ან ავტომობილს; თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი; თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი. ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.განხორციელებული სიახლის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace- ,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით -  ,,RS ჩათი"  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299 

1793797714

ბიზნესცენტრ „დელისიდან“ „ფორმულას“ თანამშრომლების ევაკუაცია დასრულდა -...

ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, საევაკუაციო კიბეების გამოყენებით დაატოვებინეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა შენობაში კვლავ ძლიერი დაკვამლიანება რჩება. არსებული ცნობით, დაკვამლიანება ბიზნესცენტრის მე-5 სართულიდან გავრცელდა, რამაც ზედა სართულები, მათ შორის „ფორმულას“ სტუდიები და ნიუსრუმი მოიცვა.ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების სამუშაოები.

1793797421

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საქართველოს ეწვევა

თურქეთში ვიზიტისას, ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განსაკუთრებული წარმომადგენლის რანგში, მონაწილეობას მიიღებს კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პეკინი მზადაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიცვას მრავალმხრივობის პრინციპი და ხელი შეუწყოს სამიტის წარმატებით ჩატარებას.თურქეთის შემდეგ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ეწვევა. საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრისას მაო ნინგმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას.„ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახული გეგმის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა, ხელი შეუწყო ნდობის გამყარებას და თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში კონკრეტული შედეგები გამოიღო“, - აღნიშნა მაო ნინგმა.ვიზიტის ფარგლებში ჰან ჟენგი საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის შემცველ საერთაშორისო თუ რეგიონულ საკითხებს განიხილავს.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური მხარე მზადაა, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით შეასრულოს უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები, გააღრმავოს ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები და ხელი შეუწყოს ურთიერთობების მდგრად განვითარებას.

1793797107

„ფორმულას“ შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა - ნინო ჟიჟილაშვილი უწ...

„ფორმულას“ შენობაში ხანძარია. ყველა უწყებას გთხოვთ დაგვეხმაროთ!! მაუწყებლობა შევწვიტეთ. ჩვენი გუნდის ნაწილი გამოსვლას ვერ ახერხებს დაკვამლიანების გამო“, - წერს ჟიჟილაშვილი.მანამდე „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ ეთერი პირდაპირ რეჟიმში შეაჩერა. „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა მან ეთერის გათიშვამდე.არსებული ინფორმაციით, ცეცხლი იმ შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა, სადაც ტელეკომპანია ოპერირებს. თავად „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ დროისთვის თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.დელისის მეტროს მიმდებარედ, ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

1793794757

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობიდან კვამლი ამოდის - ადგილზე მაშველები არ...

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი.კვამლის გაჩენის მიზეზები და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანიას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.მასალა განახლდება დეტალების დაზუსტებისთანავე.განახლება „ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ პირდაპირი ეთერი შენობაში გაჩენილი ძლიერი დაკვამლიანების გამო შეაჩერა: „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა კიკნაველიძემ გათიშვამდე.არსებული ცნობით, ხანძარი შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა. ტელეკომპანია „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ ეტაპზე თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული. 

1793794073

ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს საქართველოს ეკონომიკური ვითარება და პროგ...

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები.საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა. შეხვედრას დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი.

1793792792