ფუნქციონალი ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული ბანკიდან სასურველი ვალუტის კურსი მოითხოვოს და მეტი სარგებლის მიიღოს.პროცესი ძალიან მარტივია და ამისთვის, მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო: სახაზინო პროდუქტების მენეჯერთან ან/და ბანკის წარმომადგენელთან შეღავათიანი კურსის შეთანხმება სასურველ თანხასა და ვალუტაზე; სასურველი ანგარიშის ნომრების არჩევა; შეთანხმებული კონვერტაციის დადასტურება; ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/valutis-kursi
1794221912
პროექტის ფარგლებში შეიცვლება 3 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.„კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება იანვარში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს", - გიგა ნადირაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.„წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწყობთ ახალ სანიაღვრე სისტემას და გრუნტის დამჭერ კედლებს, დამონტაჟდება სრულად ახალი განათებები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთელ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი. კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 2 მლნ ლარი", - ლაშა ცაგურია, კრწანისის რაიონის გამგებელი.წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.
1794221213
სწორედ ამ მიზნით, 10 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: როგორ დავეხმაროთ მოზარდს საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში, მაშინაც კი, როცა ჯერ არ იცის, რა სურს; როგორ გავმიჯნოთ შვილის სურვილები და მშობლის მოლოდინები; როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და პროფესიებს და რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება; როგორ დავეხმაროთ შვილს პროფესიის რეალურ გაცნობასა და სწორი სასწავლო გზის არჩევაში. შეხვედრას მოდერატორობას სოფო მუსერიძე გაუწევს. სპიკერები კი იქნებიან ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და აგრუპის AI ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი, რომლებიც დამსწრეებს ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ პერსპექტივას გაუზიარებენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.შეხვედრის ბმული მონაწილეებს რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე გაეგზავნებათ. რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge(R)
1794219475
ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას ასევე განმარტა, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომელსაც მაღალპროდუქტიული და შედარებით ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები განაპირობებს. მათ შორისაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო საქმიანობისა და ტრანსპორტირების სექტორები. მისი თქმით, გამოსარჩევია საბანკო სექტორი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე დიდი კონტრიბუცია აქვს.როგორც კომიტეტის სხდომაზე სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყნის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის განეიტრალებას.ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება.სებ–ში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულად დაბალი, მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.საგარეო ბალანსის გაუმჯობესების ფონზე გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.
1794218181
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.
1794217322
მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.
1794216977
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974










