GE EN
სხვა სიახლეები
რკინიგზა 10 მატარებელს ამატებს

„საქართველოს რკინიგზაში უკვე დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება, ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები“, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით,  შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

1791388150

საქართველოს ბანკმა სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

სუპერ PLUS Visa ბარათი ექსკლუზიურ პირობებსა და მრავალფეროვან შეთავაზებებს აერთიანებს. მათ შორისაა: PLUS ქულების დაგროვება განსაკუთრებული რაოდენობით: საქართველოს ბანკის ტერმინალებზე გადახდისას ყოველ 1 ლარზე1 PLUS ქულა ირიცხება; გაორმაგებული ქულები ყოველდღიურ შესყიდვებზე: სუპერმარკეტებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას ქულები ორმაგდება (ყოველთვიურად გაორმაგებით მაქს. 10.000 PLUS ქულა); პერსონალიზებული შეთავაზებები: მომხმარებლებს მობილბანკიდან ყოველთვიურად შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი PLUS შეთავაზებები, რათა მათთვის საინტერესო კატეგორიებში კიდევ უფრო მეტი ქულა დააგროვონ. ახალი SUPER ნაკრები ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და სერვისებისთვის სპეციალურ პირობებს აერთიანებს. მათ შორისაა ვალუტის კონვერტაცია სპეციალური კურსით: მობილბანკსა და ინტერნეტბანკში SUPER ნაკრების რეზიდენტი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვალუტის (GEL, USD, EUR) სტანდარტულზე უკეთესი კურსით გადაცვლა ყოველთვიური 10 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში; მუდმივი ფასდაკლებები: პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას მოქმედებს მუდმივი 20%-იანი ფასდაკლება (შეთავაზებების მიხედვით მაქსიმუმ 50%-მდე); სწრაფი ტრანზაქციები: მობილბანკიდან გადარიცხვები და გადმორიცხვები სრულდება მყისიერად, 24/7 რეჟიმში, პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. SUPER ნაკრებისა და მასში შემავალი სუპერ PLUS ბარათის გააქტიურება, სხვა არხებთან ერთად, შესაძლებელია საქართველოს ბანკის მობილბანკიდან.

1791382860

ევროკომისარი წუხს პრემიერი ამხნევებს

გაფართოების დოკუმენტზე, სადაც  საქართველო არ მოიხსენიება, დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 1 000 ნაბიჯით უსწრებს მოლდოვას, უკრაინასაც და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. "დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, შეუფერხებლად გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია“,მისი თქმით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, "გაცხადებული გვაქვს სურვილი და ნება, რომ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს".ევროკომისიამ წინა პოლიტიკას გადახედა, მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები. საუბარია 4 კანდიდატზე (ალბანეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინაზე), რომელთა საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.**„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა"

1791378660

კოსი საქართველოს უვიზო რეჟიმზე: „ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთებ...

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მცირე ეფექტი ჰქონდა და დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ევროკომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართო შეჩერებას ან არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.მარტა კოსის განცხადებით, მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული დისკუსია გაიმართება.ევროკომისიამ უკვე მიიღო გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებსა და აუცილებელ ქმედებებს. 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საორიენტაციო საგზაო რუკები წარედგინება ოთხ კანდიდატ ქვეყანას - ალბანეთს, მოლდოვას, მონტენეგროსა და უკრაინას.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასახული იქნება გაფართოების მომავალ ანგარიშში.

1791376796

რეზერვების გაორმაგება სების პოლიტიკის შედეგია

სებ-ის  მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის  ხელმძღვანელის თამთა სოფრომაძის განცხადებითრეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია. სსფ-ის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric-ის მიხედვით, რეზერვების ადეკვატურობა 128.7%-ია.01.10.2026-ის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები მაქსიმუმზეა,8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (+50.5%Y.Y). \საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია.ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს, როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებლობას იძლევა.

1791376200

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 50.5%-ით გაიზარდა

სების ცნობით, საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია  რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგად, ბოლო ორ წელიწადში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, რეზერვების მოცულობა გაორმაგდა. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სები რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-აგვისტოში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 3,122.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის სექტემბრის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებმა რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროში პირველი ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2026 წლის ივნისში დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. მას შემდეგ ოქროს ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ საერთაშორისო რეზერვების მატებაში წვლილი შეიტანა. სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს მოცულობა 1,051.8 მლნ აშშ დოლარს, მთლიანი რეზერვის 12.9% შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

1791371438