სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.(R)
1794563024
დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს. დეკლარაციის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ასეთი გარანტიების გაცემის განზრახვას. ამასთან, ხელმომწერი მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებასა და მტკიცე გადაწყვეტილებას უკრაინის მიმართ.„ხელმომწერი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ევროპელების მონაწილეობით“, - ნათქვამია დეკლარაციაში. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას ხელს აწერენ: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
1794562629
შეთანხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასა და შუა დერეფნის გაძლიერებას ითვალისწინებს.მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ფინანსურ ბაზრებზე, მწვანე დაფინანსების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება თანამშრომლობის პროგრესისა და სამომავლო პრიორიტეტების შესაფასებლად.
1794562429
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.
1794559472
აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ იყო (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ (გაიზარდა 6.5%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.3 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.
1794555682
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), განათლება (5.8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7%).საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5%), განათლება (16.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8%).კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6%) და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (3.7%) სექტორებში.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ, განხორციელდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულზე მაჩვენებლების გადაანგარიშება 2015 წლიდან.
1794555292
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863










