საინფორმაციო შეხვედრები გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:11 ნოემბერი | 16:00–17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე;12 ნოემბერი | 16:00–17:00 | გორი - Gori Inn;16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1794312761
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სამშაბათის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ლავროვის განმარტებით, საკითხი კუხოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე განიხილება, რომელიც ხვალ, 11 ნოემბერს კრემლში გაიმართება.„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შემდეგაც სომხეთს კუხოს ფარგლებში ყველა უფლება შეუნარჩუნდება, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.ამასთან, სომხეთს ოფიციალურად არ დაუწყია არც კუხოდან გასვლის პროცედურა და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლის საკითხი დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კუხოს სტრუქტურებში მონაწილეობას ფაქტობრივად გაყინულ რეჟიმში აგრძელებს.ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განაცხადა.კითხვაზე, განუცხადებია თუ არა სომხეთს დსთ-დან გასვლის სურვილის შესახებ, ლებედევმა უპასუხა, რომ ასეთი განცხადება არ მიუღიათ.„არა. პირადად პრემიერ-მინისტრმაც მითხრა და ბევრმა სხვამაც, რომ ისინი დსთ-ში რჩებიან. ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი გასვლას აპირებენ“, — განაცხადა ლებედევმა.
1794311855
აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.(R)
1794308285
ჩრდილოეთის რკინიგზის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტი ჩერემუხა–ვილედის მონაკვეთზე მოხდა.არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ალეკსანდრ ციბულსკის განცხადებით, შემთხვევა დილის 05:10 საათზე, ვილედის სადგურთან მოხდა. მისი თქმით, ჩამოინგრა სარკინიგზო ხიდის მალი.ხიდის ჩამონგრევის გამო სულ მცირე რვა სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
1794307523
ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლებზე ზრუნვა მხოლოდ მათთვის პროდუქტზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას არ გულისხმობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტომობილის უსაფრთხოებაზე ზრუნვის წახალისება, მით უფრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც გზებზე გადაადგილება დამატებით სიფრთხილეს მოითხოვს. ვინაიდან საბურავი ავტომობილსა და გზას შორის ერთადერთი უშუალო შეხების წერტილია, მის ხარისხსა და მდგომარეობას უსაფრთხო გადაადგილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლები წაგვეხალისებინა, ზამთრის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამასთან ერთად, გვინდოდა, მათთვის მაქსიმალურად ხელშესახები სარგებელი შეგვექმნა - ამიტომ აქცია გავავრცელეთ საბურავების სრულ ასორტიმენტზე, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობით, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა“. საბურავების მიმართულებით „თეგეტა მოტორსს“ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს კომპანიის მომხმარებლებს საბურავების შერჩევა სხვადასხვა ფასისა და ხარისხის სეგმენტში შეუძლიათ. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში ღირებულების ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.ბაქარ ჯღარკავა, თიბისის განაწილებისა და განვადების პროდუქტების ლიდერი: „განაწილება“ თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი შენაძენის ღირებულება ეტაპობრივად, გაძვირების გარეშე დაფარონ, ეფექტური 0%-ით. ახლა კი მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გაუმჯობესებული პირობით ისარგებლონ და საფასური 4 თვის ნაცვლად, 6 თვეზე გაძვირების გარეშე გადაანაწილონ. თიბისი თანაბრად ზრუნავს როგორც მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილებისა და ხელმისაწვდომი ფინანსური პროდუქტების შექმნაზე, ისე პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე. „განაწილება“ ბიზნესებს ეხმარება გაყიდვებისა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაში, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთისა თუ მომსახურების მარტივად შეძენაში.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა „თეგეტასთან“, რომელთან ერთადაც მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ გამორჩეულ შეთავაზებებსა და დამატებით სარგებელს. მსგავსი პარტნიორობა ხელს უწყობს როგორც ბიზნესის ზრდას, ისე მომხმარებლის კმაყოფილებისა და გამოცდილების გაუმჯობესებას.“შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა მხოლოდ 12 ნოემბერს არის შესაძლებელი. აქცია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში წარმოდგენილ საბურავების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება და პროდუქტის შეძენისას შეთავაზებით სარგებლობისთვის რაოდენობა შეზღუდული არ არის.თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა. (R)
1794300637
UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წლევანდელი კონკურსი საქართველოს ეროვნული ბანკის, ბაზისბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის, ბიუჯეტირებისა და დანაზოგების მართვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის მიმართულებით იმუშავეს. ჩატარდა საინფორმავიო შეხვედრები, ვორქშოფები, რომელშიც მონაწილეობას 1300-მდე სტუდენტი იღებდა.გამარჯვებული გუნდი თბილისის ტექნოპარკში გამართულ დემო დღეზე კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20,000-იან გრანტთან ერთად BTU-ს გამარჯვებულმა გუნდა მიიღო საგზური მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე – Web Summit-ზე გასამგზავრებლად.ბაზისბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას ემსახურება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზისბანკის ჩართულობით უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.(R)
1794300166
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
ბექტუროვი საქართველოს როლზე ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ფინანსურ...
1793180988
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920












