GE EN
სხვა სიახლეები
BARTA-ზე განაცხადების მიღება 10 ნოემბერს სრულდება

გასული წლების მსგავსად, BARTA-ს კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირველი კატეგორიის კომპანიებსა და ჯგუფებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მქონე ყველა კომპანიას. საფონდო ბირჟის ლისტინგში შემავალი კომპანიები შეფასების პროცესში ავტომატურად ჩაერთვებიან, იმ პირობით, რომ აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს, მათ შორის, აქვთ აუდიტის უპირობო დასკვნა. სხვა საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს, მათ შორის, სავაჭროდ დაშვებულ კომპანიებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თვითწარდგენა მოეთხოვებათ.BARTA-ს კონკურსის ფარგლებში კომპანიების წლიური ანგარიშები ოთხ ძირითად კატეგორიაში შეფასდება - მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები.სიახლეა, რომ წელს მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია ფინანსურ და არაფინანსურ მიმართულებებად გაიმიჯნა, რაც თითოეულ კატეგორიაში ცალკეული გამარჯვებულის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, კონკურსის ფარგლებში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების მქონე კომპანიაც.წელს BARTA-ს კონკურსს ახალი ნომინაცია - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო" ემატება. ნომინაციის ფარგლებში გამოვლინდება სახელმწიფო საწარმო, რომელიც ანგარიშგებისა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა.ასევე, კონკურსის ფარგლებში სპეციალური ნომინაცია „ჟიურის რჩეული" დაწესდება. გამარჯვებულს ჟიური საკუთარი გადაწყვეტილებით შეარჩევს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, განსაკუთრებული აღიარება მიანიჭოს კომპანიას, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი შედეგები, დანერგა ინოვაციები, მიაღწია არსებით პროგრესს ან გამორჩეული ერთგულება აჩვენა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების მიმართ.BARTA-ს კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება საუკეთესო დებიუტანტი კომპანია. ნომინაცია მიზნად ისახავს იმ კომპანიის აღიარებასა და დაჯილდოებას, რომელიც კონკურსში პირველად მონაწილეობს და უკვე პირველივე წელს ანგარიშგების მაღალი ხარისხითა და გამჭვირვალობის სტანდარტებით გამოირჩევა.BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, რომლის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა. BARTA წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის, ასევე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.ინფორმაცია BARTA-ს შესახებ(R)

1793863712

ევროკავშირში ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებაზე შეთანხმება არ არი...

კოსის განმარტებით, ევროკომისიას არ აქვს სანქციების დამოუკიდებლად დაწესების უფლებამოსილება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად ევროპული საბჭოსა და წევრი ქვეყნების კომპეტენციას წარმოადგენს.„გეთანხმებით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ამაზე და გვიცდია. უმრავლესობა არ არის ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის, რომ სანქციები შემოვიღოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ახსენეთ და ძალიან ბევრი სხვას წინააღმდეგ“, - აღნიშნა ევროკომისარმა პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას კითხვის საპასუხოდ.მისივე თქმით, გაწევრიანების პროცესში საქართველოს უკუსვლის მიუხედავად, ქვეყანა რჩება ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის ნაწილად. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობას ცდილობს და მათ არაერთი მოწვევა გაუგზავნა, თუმცა თბილისიდან დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. კოსმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუნდაც მცირე პროგრესი ან მოთხოვნებთან დაახლოება ევროკავშირს ურთიერთობების მართვაში ძალიან დაეხმარებოდა.იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში სხვა კანდიდატი ქვეყნების პროგრესზეც ვრცლად ისაუბრა და ყურადღება მონტენეგროს, მოლდოვისა და უკრაინის მიღწევებზე გაამახვილა: მონტენეგრო: ევროკომისრის შეფასებით, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების ფინალურ ეტაპზეა და შესაძლოა 28-ე წევრი 2028 წელს გახდეს. მონტენეგრომ უკვე დახურა სამომლაპარაკებლო 21 თავი (დარჩენილია 14) და დააკმაყოფილა ყველა პირობა დარჩენილი თავების დასახურად. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რეალისტურად, შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს, ხოლო ხელშეკრულებას ხელი ყველაზე ადრე 2027 წლის ივნისში მოეწეროს. მოლდოვა: კოსმა მოლდოვას „კლასში საუკეთესო სტუდენტი“ უწოდა. ევროკომისიის შეფასებით, უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის მიუხედავად, ქვეყანამ დააკმაყოფილა პირობები ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერის გასახსნელად, მათ შორის ისეთი რთული რეფორმის მიმართულებით, როგორიცაა მოსამართლეების შემოწმება (ვეტინგი). უკრაინა: ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესიული ომის 4 წლის თავზე, უკრაინა უმძიმეს პირობებში განაგრძობს რეფორმების გატარებას, რაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა. ევროკომისია მოელის, რომ უკრაინასთან ყველა დარჩენილი სამომლაპარაკებლო კლასტერი წლის ბოლომდე გაიხსნება.

1793861856

აჭარაში $13 400 ყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დ...

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს.

1793860721

საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციები არ შეა...

1. სავიზო პოლიტიკა, მიგრაცია და ვიზების შეჩერების მექანიზმიანგარიშის მიხედვით, საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა. ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ მკვეთრად აცდენილია ევროკავშირის სტანდარტებს: უვიზო რეჟიმების უთანხმოება: საქართველოს უვიზო მიმოსვლა დაწესებული აქვს 26 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების ნაბიჯები არ გადადგმულა. მესამე ქვეყნების ვიზების აღიარება: საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი 6 სახელმწიფოს (არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი, ომანი) მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის უფლების საფუძველზე. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში შესასვლელად. თავშესაფრის მაძიებლები და რეადმისია: 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 15,130-მა მოქალაქემ მოითხოვა, რის გამოც საქართველო კვლავ რჩება იმ უვიზო ქვეყნების სათავეში, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრის მოთხოვნით. ამავე პერიოდში ევროკავშირიდან საქართველოს 10,445 მოქალაქე დააბრუნეს (2024 წელს - 12,095). საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების (რეადმისიის) მაჩვენებლით საქართველო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. გასულ წელს შსს-მ Frontex-ის მიერ ორგანიზებულ დაბრუნების 27 ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. უვიზო რეჟიმის შეჩერება: ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია. ვინაიდან საქართველო „მიზანმიმართულად და რეგულარულად არღვევდა“ ვალდებულებებს, 2026 წლის 6 მარტს, 12 თვის ვადით, ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაზე ვრცელდება. 2. სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობაევროკომისიის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემასა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, ხოლო სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა „სერიოზულად შერყეულია“: შეუსრულებელი რეფორმები: არ განხორციელებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს რეფორმა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე არ მოყვანილა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „გენერალური პროკურატურის შესახებ“ კანონები. სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია: 2025 წლის დეკემბერში სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაზარდა სასამართლო სისტემის მიტაცების რისკები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება. 3. დემოკრატიული ინსტიტუტები და საარჩევნო გარემოდოკუმენტში ხაზგასმულია დემოკრატიის მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, რაც განპირობებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიით, ძალაუფლების მზარდი კონცენტრაციითა და ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრული რიტორიკით: პოლიტიკური პლურალიზმი: საკონსტიტუციო სასამართლოში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას წაყენებული აქვს სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, იმყოფება პატიმრობაში ან ემიგრაციაში. საარჩევნო პროცესი: 2025 წლის ოქტომბერში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში. პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა შეარყია მმართველი პარტიისთვის მორგებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, ოპოზიციის ბოიკოტმა, ამომრჩეველთა დაშინებამ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობამ და ეუთო/ოდირისა და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არარსებობამ. 4. სამოქალაქო საზოგადოება და მედია გარემოანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებადამცველებს, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, მზარდი საფრთხის წინაშე დგანან: რეპრესიული გარემო: ცვალებადი საკანონმდებლო ჩარჩო და დაშინების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და იწვევს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. სისხლისსამართლებრივი დევნა: ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ისეთი მძიმე ბრალდებებით გამოძიებების წარმოებაზე, როგორებიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესებისთვის ზიანის მიყენება“. ევროკომისია ასკვნის, რომ აღნიშნული ქმედებები იძულებითი ხასიათისაა, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.

1793800608

BAG ბიზნეს კლიმატი 48.4 ქულამდე გაიზარდა - კომპანიების 68% ინვესტიციებ...

ინდექსის კომპონენტების მიხედვით, ბიზნესის მომავლის მოლოდინი მნიშვნელოვნად უსწრებს მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 29.7 ქულაზე დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის ინდექსმა 68.6 ქულა შეადგინა. ორივე მაჩვენებელი დადებით ზონაშია (+100-დან -100-მდე სკალაზე), რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიურად განწყობილი კომპანიების წილი უარყოფითად განწყობილებს აღემატება.სექტორულ ჭრილში, დასაქმების ბარომეტრი II კვარტალთან შედარებით 3.8 ქულით გაიზარდა. დასაქმების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის (+44.8) და მრეწველობის (+22.2) სექტორებში დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, დასაქმების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა მომსახურებისა (-9.8) და ვაჭრობის (-2.6) სფეროებში.კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ოპტიმისტურად უყურებს საინვესტიციო საქმიანობასაც. 2026 წელს ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 68% ელოდება, 27%-ს მიაჩნია, რომ ინვესტიციები უცვლელი დარჩება, ხოლო კლებას მხოლოდ 4% პროგნოზირებს.BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და გერმანული ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება. აღნიშნული გამოკითხვა 2026 წლის 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

1793799545

1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება

ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.geელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას, ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.მნიშვნელოვანი სიახლეა, შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს: მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას. ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს  ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვინეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა -  ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში: თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას ან ავტომობილს; თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი; თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი. ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.განხორციელებული სიახლის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace- ,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სასურველი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  სერვისით -  ,,RS ჩათი"  ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს  2 299 299(R)

1793797714