ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის: მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს. მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals(R)
1793881387
ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი ინიციატივა — „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორი მიკრობანკი „კრისტალია“.პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში იმოგზაურებს და ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივაში 130 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთვებიან, წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კრისტალის სახელით დოკუმენტს ხელი გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ მოაწერა ხელი.“კრისტალისთვის ფინანსური განათლება, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა თანაბრად ჰქონდეთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში“, — აცხადებენ მიკრობანკ „კრისტალში“.„კრისტალისთვის“ ფინანსური განათლების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისა და გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის გავრცელებას, ფინანსური უნარების განვითარებასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/ (R)
1793877992
მისი ინფორმაციით, მიღებული თანხიდან 3.7 მლრდ ევრო მაკროფინანსურ დახმარებას წარმოადგენს, ხოლო 660 მლნ ევრო თავდაცვის კომპონენტზეა გათვალისწინებული.მთავრობა თანხებს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისა და თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართავს.„რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოს ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – წერს კორეცკი.ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 და 15 ოქტომბერს მიიღო.
1793876581
სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან: Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში; Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში; Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots; AgileSchool - AI Automation; Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის; ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება; IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python; დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით; ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI. კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.(R)
1793874935
2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს.ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია - კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ.„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“, - აცხადებენ PSP-ში.Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზრიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.(R)
1793869921
გამოცემა ScienceAlert-ის ცნობით, აღნიშნული ტექნოლოგია ერთდროულად ორ გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას ჭრის: ორგანული ნარჩენების მართვასა და სამშენებლო ქვიშის მოპოვებით გამოწვეულ ზიანს.მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდი კილოგრამი ყავის ნარჩენი წარმოიქმნება, რომლის უმეტესი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ხვდება და სათბურის აირების (მეთანისა და ნახშირორჟანგის) ემისიას იწვევს. მეორე მხრივ, სამშენებლო ბუმის ფონზე, მდინარეების კალაპოტებიდან ქვიშის მოპოვება ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.ორგანული ყავის ნალექის პირდაპირ ბეტონში დამატება შეუძლებელია, რადგან ის გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც მასალას ასუსტებს. RMIT-ის მკვლევრებმა გამოიყენეს პიროლიზის პროცესი - ყავის ნარჩენები უჟანგბადო გარემოში, 350°C ტემპერატურაზე გაახურეს, რის შედეგადაც მიიღეს ფოროვანი, ნახშირბადით მდიდარი ბიოჩარი, რომელიც მჭიდროდ ებმის ცემენტის სტრუქტურას.ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოცდა უკვე წარმატებით განხორციელდა: 2024 წელს ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში (Gisborne), პირველად დაისხა საფეხმავლო ბილიკი ყავის ბიოჩარის ბეტონით. იმავე წელს მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტმა (Pakenham Roads Upgrade) გამოიყენა აღნიშნული მასალა. კონტრაქტორ BildGroup-ის შეფასებით, მხოლოდ ამ პროექტმა ნაგავსაყრელებიდან დაახლოებით 140 000 ჭიქა ყავის ნალექი ააცილა და 3 ტონაზე მეტი ბუნებრივი ქვიშა დაზოგა. 2025 წლის დასაწყისში RMIT-ის გუნდმა Universities Australia-ს კონკურსში საზოგადოების რჩეულის ჯილდო (People's Choice Problem Solver Award) მოიპოვა. ამჟამად მკვლევრები კომერციალიზაციის პარტნიორთან ერთად მუშაობენ, რათა ყავის ბიოჩარის ბეტონი ფართო სამშენებლო ბაზარზე გამოვიდეს.
1793867608
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249













