LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა ორ ლოკაციაზე ჩატარდება: თბილისი - 10 ოქტომბერი, 12:00-17:00, The Biltmore Tbilisi Hotel ბათუმი - 11 ოქტომბერი, 13:00-17:00, Radisson Blu Hotel Batumi ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურებზე. ასევე მიიღებენ ინფორმაციას ონლაინ სწავლების, პროფესიული კურსებისა და საგანმანათლებლო ბანაკების შესახებ.ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ღონისძიებების გვერდებს: განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.(R)
1791533725
2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1%-ით); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3%-ით); მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5%-ით). 2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების - 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით (17.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით) დარგში დაფიქსირდა.2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით (12.5%) და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.
1791531936
2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.3%-ით ნაკლები იყო.საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი; მშენებლობა - 2 328 ლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
1791530800
სებ-ის განცხადებით, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს სცილდება, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს გადაეცა. ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, საკითხის სრულ სიცხადემდე, მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე ნანა ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს.რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული სუბიექტი გეგმიური შემოწმების შედეგად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებულია.
1791529990
საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა.ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.„საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია, სადაც საბანკო და რითეილ სექტორებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს. Fusion Georgia ამ სექტორებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ქართული კომპანიების საჭიროებებს მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ მომსახურების გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ზრდას“, - განაცხადა ბს/2 ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა, ემილიო კირისმა.,,ბაზისბანკ ჯგუფი დღეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა. ლიბერთის და ბაზისბანკის, ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ ციფრული სერვისები და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ციფრული და ფიზიკური საბანკო არხები ერთიანად ვითარდებოდეს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბანკომატების ქსელის მოდერნიზაციას, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს.მჯერა, რომ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა BS/2, შევძლებთ კიდევ უფრო თანამედროვე და ინოვაციული საბანკო მომსახურების შექმნას საქართველოში.ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა გაერთიანების შედეგი ყოველდღიურ მომსახურებაში იგრძნოს - მეტი ხელმისაწვდომობით, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით და უკეთესი საბანკო გამოცდილებით", - განაცხადა გიორგი ქოროღლიშვილმა, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ციფრული ოფისის ხელმძღვანელმა. ღონისძიებამ გააერთიანა საბანკო, ფინტექ, მიკროსაფინანსო, რითეილ, ელექტრონული კომერციისა და ტექნოლოგიური სექტორების, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს შორის იყვნენ ქართული ბანკებისა და კომპანიების, Mastercard-ის, Visa-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ექსპერტები.BS/2-ის შესახებBS/2 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც საბანკო და რითეილ გადაწყვეტილებების შემუშავების 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციაში, თვითმომსახურების ინფრასტრუქტურის მართვასა და ციფრული სერვისების დანერგვაში ეხმარება. BS/2 არის Penki Kontinentai Group-ის წევრი და მომსახურებას მსოფლიოს 80 ქვეყანაში უზრუნველყოფს.(R)
1791529815
პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს შედეგის გასაუმჯობესებლად.სასწავლო პროცესი სრულად პერსონალიზებულია. მოსწავლე მიმდინარე დონიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელ, თემების მიხედვით გაწერილ გეგმას იღებს. სავარჯიშოები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას ეფუძნება და კითხვების სხვადასხვა ფორმატს მოიცავს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ხელსაწყოები, რომლებიც აბიტურიენტს ეხმარება, გაიგოს, სად შეიძლება მოხვდეს მიღებული ქულით.ამასთან, თიბისიმ განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა მათ, ვინც FoxPrep.ai-ს წლიური პაკეტის შეძენას გადაწყვეტს - მოსწავლის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 40%-იანი მომენტალური ქეშბექი გექნებათ.ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტების მხარდაჭერა, რადგან უნივერსიტეტისთვის მომზადება ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.თიბისი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებს. FoxPrep.ai კი, სწორედ ასეთი პროდუქტია - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ის სწავლას უფრო პერსონალურს ხდის და აბიტურიენტებს საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაში ეხმარება.(R)
1791527400











