GE EN
სხვა სიახლეები
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელო...

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  5 სიახლე დაინერგა. ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს. ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით - თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის. ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას. თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს. (R)

1794469054

283 ათასი იდენტიფიცირებული დაღუპული და დახურული სტატისტიკა - კრემლი უკ...

იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები რეალური მსხვერპლის დასადგენად სწორედ სასაფლაოების ფოტოფიქსაციას იყენებდნენ. გერმანიის თანამედროვე ისტორიის ლაიბნიცის ცენტრის წარმომადგენლის, იან ბერენდსის თქმით, საფლავების მზარდი რაოდენობა ხელისუფლებას ძალიან აწუხებს, რადგან ეს მათ პუტინის ომის მარცხს ახსენებს. ბოლო თვეებში რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სამხედრო სასაფლაოების გადაღება შესაძლოა სამუდამო პატიმრობითაც კი დაისაჯოს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) კი სასაფლაოებს პატრულირებს. ზაფხულიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დააკავეს, რომელთაც დახურულ პროცესებზე სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ედავებიან.დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ერთობლივ მონაცემთა ბაზაში (Russia 200) უკვე თითქმის 283 000 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობაა იდენტიფიცირებული, თუმცა ღია წყაროებზე დაყრდნობით ყველა დაღუპულის აღრიცხვა შეუძლებელია. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება და ნიდერლანდების დაზვერვა რუსეთის დანაკარგებს ნახევარ მილიონზე მეტად აფასებენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ივლისში განაცხადა, რომ უკრაინაში 700 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ბევრად აღემატება საბჭოთა კავშირის მსხვერპლს ავღანეთის 10-წლიან ომში, სადაც კრემლი ასევე მალავდა რეალურ ციფრებს და ოჯახებს საფლავის ქვებზე „ავღანეთში დაიღუპა“-ს დაწერას უკრძალავდა.2022 წლის სექტემბერში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ 5 937 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მოსკოვს ოფიციალური რიცხვები აღარ დაუსახელებია. 2024 წლიდან კრემლმა ინფორმაციის ყველა არხი ჩაკეტა: დანაკარგებზე მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა, რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა („როსსტატმა“) 1990-იანი წლებიდან საჯარო ჭარბი სიკვდილიანობის სტატისტიკაზე წვდომა დახურა, 2025 წლის ბოლოს კი ხელისუფლებამ სამხედროების გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლო სარჩელებიც გაასაიდუმლოვა, რომელთა რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 90 000-ს მიაღწია. „მედიაზონის“ რედაქტორის, დიმიტრი ტრეშჩანინის თქმით, მოხალისეებზე თავდასხმებისა და მკაცრი სასჯელების გამო სასაფლაოების გადაღება ახლა უკიდურესად სახიფათო გახდა.რუსი სამხედრო ანალიტიკოსის, იან მატვეევის შეფასებით, კრემლის მთავარი მიზანი რეკრუტირების პროცესის შენარჩუნება და პოტენციური კონტრაქტორების მოტყუებაა, რადგან ფრონტზე გადარჩენის რეალური სტატისტიკის ცოდნის შემთხვევაში, თვეში 30 000 ახალწვეულის შეგროვება შეუძლებელი გახდებოდა. მისივე თქმით, დანაკარგების დამალვა საგარეო აუდიტორიაზე, კონკრეტულად კი დონალდ ტრამპზე - შთაბეჭდილების მოხდენასაც ემსახურება, რათა მას შეექმნას ილუზია, თითქოს პუტინის არმია გამარჯვების ზღვარზეა.

1794464640

ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურები...

როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.“აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის  განვითარების ბანკის (ADB)  მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.®

1794411289

ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზამ მოძრავი შემადგენლობის განახლება და...

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით,  შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.(R)

1794410998

საქართველოს ბანკმა eCommerce Georgia 2026 -ს უმასპინძლა

კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

1794409720

თიბისი კაპიტალმა ბიზნესს და დიპლომატიურ კორპუსს კვლევა წარუდგინა - "შუ...

საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.

1794408919