GE EN
სხვა სიახლეები
"თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონის გამა...

მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“ გუნდმა Goni-მ გაიმარჯვა. გუნდის წევრებმა მოიპოვეს GITA-ს 20 000-ლარიანი პრიზი შექმნილი პროტოტიპის შემდგომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, Goni გაემგზავრება დუბაიში და დაესწრება გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას GITEX Global 2026.გუნდი Faeda AI საუკეთესოდ დასახელდა მიმართულებაში „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“. გუნდის წევრებმა, მოიპოვეს საგზური აზიის წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე  Singapore FinTech Festival 2026-ზე დასასწრებად, სადაც საკუთარ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.ფინტექ ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა. მონაწილეები მუშაობდნენ ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის API-ების დიაგნოსტიკისა და ბენჩმარკინგის, საკრედიტო რისკების შეფასების, თაღლითობის გამოვლენისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ინოვაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი იდეების გამოცდასა და რეალური პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებას უწყობს ხელს.„ინოვაცია აზრს იძენს მაშინ, როდესაც ის სცდება იდეის ფარგლებს და იწყებს რეალური პრობლემის გადაჭრას. ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი ფინანსური მომსახურების ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ღია ბანკინგი, მომხმარებლის თანხმობით ფინანსურ მონაცემებზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობით, ქმნის საფუძველს კონკურენციის გაძლიერებისთვის, ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისთვის. ხელოვნური ინტელექტი კი ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაციის უფრო ეფექტიანად დამუშავებაში, რისკების შეფასებასა და თაღლითობის გამოვლენაში ეხმარება. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესი პასუხისმგებლიან მიდგომას, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ სექტორში ინოვაციების განვითარების პროცესში მარეგულირებლის როლზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების დამკვირვებელი არ იყოს და თავადაც ავითარებდეს შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონი, მიზნად ისახავდა ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების გაძლიერებასა და ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის განვითარებას.

1793263774

წინდებსა და ფეხსაცმელებში დამალული 1.7 კგ ოქროს სხმულები - სადახლოზე კ...

უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, შეეცადა ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულების საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

1793263036

გალდავამ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ რეგიონული დაკავშირებადობის ინფრას...

დისკუსიის მთავარი თემა ქვეყნებს შორის გადახდების განვითარება, ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთთავსებადობა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერება იყო.პანელის მონაწილეებმა, რომლებსაც ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთდაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ, სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხედვები სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტიანი გადახდების განვითარების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.საუბარი ასევე შეეხო როგორც ტრადიციულ საგადახდო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების, ისე სტაბილკოინების გამოყენების პოტენციალს საერთაშორისო გადახდებში, ასევე მათთან დაკავშირებულ მარეგულირებელ გამოწვევებს.ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორის, ხედვა და გამოცდილება გაუზიარა, მათ შორის, საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების, ინოვაციების ხელშეწყობისა და შესაბამისი რისკების მართვის მიმართულებით.„ქვეყნებს შორის გადახდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, არამედ საგადახდო ინფრასტრუქტურების ურთიერთთავსებადობა, საერთო სტანდარტების არსებობა და მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს როგორც არსებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, ისე ახალი სისტემებისა და სერვისების დანერგვაზე. ამასთან, ჩვენ ღია ვართ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, ვსწავლობთ მათ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და ვცდილობთ, ისეთი მარეგულირებელი გარემო შევქმნათ, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას და ამავდროულად უზრუნველყოფს შესაბამისი რისკების ეფექტიან მართვას“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.პანელურ დისკუსიაში ეკატერინე გალდავასთან ერთად მონაწილეობდნენ SWIFT-ის, UnionPay International-ისა და ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაციის (NPCI) წარმომადგენლები. დისკუსიას ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა უძღვებოდა.„თბილისის ფინანსური სამიტი“ საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Global Finance & Technology Network-ის (GFTN) თანამშრომლობით გაიმართა და ფინანსური ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

1793262778

საცხოვრებელი სახლიდან და ავტომობილიდან 6 760 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ა...

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან 600 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება 37 856 ლარია.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მე-200 მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1793259513

თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის

ამჯერად, თიბისიმ, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ ემიგრანტებს, სამშენებლო კომპანია - ,,მეტროპოლთან’’ ერთად, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.კერძოდ, „მეტროპოლი ქავთარაძის“ პროექტში ბინის შეძენისას, თიბისის მომხმარებელი ემიგრანტები 19%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ბინასთან ერთად, საპარკინგე სივრცის შეძენისას კი - 7%-იანი ფასდაკლებით. ამასთან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თიბისის იპოთეკური სესხით.შეთავაზება 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის(R)

1793255520

ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე უნდა იცოდე

სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას ითვალისწინებს, კანდიდატების შერჩევა კი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება.ვის შეუძლია საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღება?პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პირველკურსელებს, ისე საბაკალავრო საფეხურის სხვა კურსების სტუდენტებს.შერჩევისას ყურადღება ექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას (GPA), სამოტივაციო წერილსა და ლიდერობის პოტენციალს. ამასთან, თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტი სტიპენდიის მოპოვების დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.როგორია შერჩევის პროცესი?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე. შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს: განაცხადების შერჩევა: უნივერსიტეტები განიხილავენ კანდიდატების აკადემიურ მოსწრებასა და სამოტივაციო წერილებს; გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც გამოვლინდებიან სტიპენდიატები. რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია სტიპენდიის მოპოვება?საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორი 23 უნივერსიტეტია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.geშესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.

1793196307