ტრივია sCoolApp-ის შემეცნებით-გასართობი თამაშია, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გამოცდისა და ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. თამაშში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა სამკაციანი გუნდები უნდა შექმნან. გუნდებს ყოველდღიური მისიების შესრულება მოუწევთ. მისიები სხვადასხვა კატეგორიის კითხვებს მოიცავს, მოსწავლეები კი ქულებს სწორი და სწრაფი პასუხებით დააგროვებენ.კითხვები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები საკუთარ თანატოლებს ეჯიბრებიან. გუნდებს ყოველდღიურად ხუთი მისიის შესრულება მოუწევთ. ამასთან, თამაშის ყოველდღიური აქტივობით მოსწავლეები მონეტებსაც დააგროვებენ, რომელთა გადაცვლა sCoolApp-ის მარკეტში განთავსებულ საჩუქრებსა და პარტნიორი კომპანიების ვაუჩერებში შეეძლებათ.ტრივიას ახალ სეზონში, საჩუქრების მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს. სეზონის მთავარ პრიზს კი სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს - გამარჯვებული გუნდების თითოეული წევრი მშობელთან ერთად პარიზში, დისნეილენდში გაემგზავრება.ინფორმაციისთვის, sCoolApp სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი აპლიკაციაა, რომელსაც უკვე 185,000-მდე მოსწავლე იყენებს. აპლიკაცია მომხმარებლებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ფუნქციონალს სთავაზობს, მათ შორის, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCoolApp, გადმოწერეთ აპლიკაცია ამ ბმულზე.(R)
1793888234
აქციის ფარგლებში Boxette-ის მეშვეობით გამოგზავნილი ამანათის 1 კგ-ის ღირებულება 7.50 დოლარის ნაცვლად 6.50 დოლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობა მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ.ამანათების გაგზავნა შესაძლებელია ბოქსეტის შემდეგ მისამართებზე, ნიუ-იორკში, ბრუკლინში: 2609 E 14th St, Brooklyn, NY 11235 1923 McDonald Ave, Brooklyn, NY 11223 3065 Brighton 2nd St, Brooklyn, NY 11235 ინფორმაციისთვის, აღნიშნული მისამართები Postman Joe-ს ლოკაციებზეა განთავსებული, რაც მომხმარებლებს ფილიალების მარტივად მოძებნაში დაეხმარება.შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Boxette-ის ვებგვერდს.
1793884841
ამასთან, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჭარბი სმის მაჩვენებელი 36%-ით არის გაზრდილი, იმ ფონზე, როდესაც ზოგადი გლობალური მაჩვენებელი 8%-ით შემცირდა. Drizly-სა და The Vacationer-ის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მოგზაურობის დროს მომხმარებელთა 80% მზადაა გასინჯოს ახალი ალკოჰოლური სასმელები და გაზარდოს დანახარჯები.მსყიდველობითი უნარი და ახალი მარკეტინგული სტრატეგიაღვინის მწარმოებლები სულ უფრო მეტად აკეთებენ აქცენტს 50-64 წლის მომხმარებლებზე, რომლებსაც უფრო მაღალი განკარგვადი შემოსავალი აქვთ და ნაკლებად მოწყვლადნი არიან მოკლევადიანი ეკონომიკური რყევების მიმართ.კალიფორნიული მარნის, Eleven Eleven-ის თანადამფუძნებლის, ელი ენესტის განცხადებით, 50-დან 64 წლამდე ასაკის მომხმარებლები მათი ბაზის მესამედს შეადგენენ, თუმცა 32%-ით მეტს ხარჯავენ, 24%-ით მეტ შეკვეთას აფორმებენ და 35%-ით მეტ მთლიან მოგებას იძლევიან თითო მომხმარებელზე.Willamette Valley Vineyards-ის მონაცემებით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მათი ღვინის კლუბის წევრების 45%-ს და აქციონერთა უდიდეს სეგმენტს შეადგენს. ქარხნები იძულებულნი არიან შეცვალონ სტრატეგია და ახალგაზრდა მომხმარებელზე გათვლილი „ვირუსული/ინტერაქციული“ მარკეტინგის ნაცვლად, ყურადღება სიღრმისეულ განათლებაზე, სადეგუსტაციო ტურებსა და პრემიუმ კლასის შეთავაზებებზე გადაიტანონ.სასტუმრო სექტორისა და ტურიზმის არხებიღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია აქტიურად გადადის ლუქს-სასტუმროებისა და ტურისტული ლოკაციების ათვისებაზე, სადაც მომხმარებელი შვებულების დროს მეტი თანხის დახარჯვისთვის არის განწყობილი. The Barker Co.: მზა კოქტეილების (RTD) მწარმოებელმა ბრენდმა პარტნიორობა დაამყარა Foster Supply Hospitality-ს სასტუმროების ქსელთან, სადაც თითოეული ლოკაციისთვის ექსკლუზიური, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კოქტეილები შეიქმნა. Foley Family Wines: იმპორტიორი კომპანია Alsace's Lucien Albrecht-ის ცქრიალა ღვინოებს პირდაპირ მაღალი კლასის სასტუმროების მინი-ბარებსა და რესტორნებში ანაწილებს 375 მლ-იანი ბოთლებით, რამაც ორნიშნა ზრდა უზრუნველყო. Vineria All'Amarone: ვენეციის ღვინის ბარმა სრულად შეცვალა ბიზნესმოდელი და ორიენტაცია ამერიკელ ტურისტებზე აიღო. 2026 წელს ობიექტმა 28%-ით ნაკლები მაგიდა მიიღო, თუმცა თითო მაგიდაზე საშუალო დანახარჯი 32%-ით გაიზარდა, ხოლო ბარში გახსნილი ბოთლების გაყიდვები - 39%-ით. აშშ-ში პირდაპირი გაგზავნების წილმა ბარის მთლიანი შემოსავლის 28% შეადგინა. სექტორში არსებული დინამიკა მოწმობს, რომ ბაზრის საერთო შემცირების პირობებში, ზრდის მთავარი წყარო საშუალო ასაკის, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლები და ტურისტული სეგმენტი ხდება.
1793883256
ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის: მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს. მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals(R)
1793881387
ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი ინიციატივა — „ფინანსური განათლების ავტობუსი“, რომლის მხარდამჭერი და პარტნიორი მიკრობანკი „კრისტალია“.პროექტის ფარგლებში, სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში იმოგზაურებს და ფინანსურ განათლებას სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის. ინიციატივაში 130 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთვებიან, წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება.დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კრისტალის სახელით დოკუმენტს ხელი გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ მოაწერა ხელი.“კრისტალისთვის ფინანსური განათლება, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ნიშნავს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა თანაბრად ჰქონდეთ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ ინიციატივის მხარდამჭერები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში“, — აცხადებენ მიკრობანკ „კრისტალში“.„კრისტალისთვის“ ფინანსური განათლების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის - ხარისხიანი განათლების მხარდაჭერისა და გრძელვადიანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. კომპანია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის გავრცელებას, ფინანსური უნარების განვითარებასა და ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/ (R)
1793877992
მისი ინფორმაციით, მიღებული თანხიდან 3.7 მლრდ ევრო მაკროფინანსურ დახმარებას წარმოადგენს, ხოლო 660 მლნ ევრო თავდაცვის კომპონენტზეა გათვალისწინებული.მთავრობა თანხებს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯებისა და თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებების დასაფინანსებლად მიმართავს.„რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში ეს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სახელმწიფოს ფინანსური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – წერს კორეცკი.ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის უმაღლესმა რადამ 14 და 15 ოქტომბერს მიიღო.
1793876581
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
ბანკები კაპიტალზე უკუგებით - TOP 7
1793111171
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920













