გამოცემის ინფორმაციით, პროექტები მოიცავს როგორც ჩინეთის მდიდარ სანაპირო ტექნოლოგიურ ჰაბებს, ისე ქვეყნის დასავლეთით მდებარე შორეულ პროვინციებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმად არის ინტეგრირებული Nvidia-ს ტექნოლოგიები ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაში, მაშინ როცა თავად ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ საექსპორტო კონტროლმა ის ჩინეთის მონაცემთა ცენტრების ბაზრიდან ფაქტობრივად გამოთიშა.Reuters-ის მიმოხილვა გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, რომელიც საექსპორტო შეზღუდვების შერბილების აქტიური მომხრე იყო, სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგის წასვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რისკები იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ის სანქციების გამკაცრების ფონზე მიწოდების ჯაჭვის შეფერხების წინაშე დგანან.Reuters-ის მიერ იდენტიფიცირებულ პროექტებს შორისაა ფუძიანის პროვინციაში დაგეგმილი 6.2 მილიარდი იუანის ($873 მლნ) ღირებულების AI გამომთვლელი ცენტრი, რომელიც კომერციულ პარტნიორებს ეძებს და სპეციფიკაციაში Nvidia H100 ჩიპებს უთითებს. გარდა ამისა, შენსის პროვინციაში სახელმწიფო საინჟინრო ჯგუფ Sinomach-ის შვილობილმა კომპანიამ მოიპოვა კონტრაქტი 3 მილიარდი იუანის ღირებულების ცენტრის პროექტში, რომელიც ასევე H100 და H200 პროცესორების გამოყენებას ითვალისწინებს.მსგავსი მასშტაბის პროექტები ხორციელდება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, ძილინის პროვინციაში 2.26 მილიარდი იუანის ღირებულების პროექტი აერთიანებს Nvidia H100 პროცესორებსა და ჩინური წარმოების ჩიპებს, ხოლო ინვესტიციის დაახლოებით 80%-ის დაფინანსება საბანკო სესხებით იგეგმება. შიდა მონღოლეთში კი 1.5 მილიარდი იუანის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 625 ერთეული Nvidia H200 სერვერის დამონტაჟება, სადაც პირველი ფაზის ფარგლებში ორი შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.გარდა დაგეგმილი ობიექტებისა, რიგი პროექტები უფრო წინწასულ ეტაპზეა ან უკვე ფუნქციონირებს. განსუს პროვინციაში ივლისში გაფორმდა 1.16 მილიარდი იუანის სამშენებლო კონტრაქტი ცენტრისთვის, სადაც დაახლოებით 3,072 ერთეული Nvidia H100 და H200 პროცესორის განთავსება იგეგმება, თუმცა სატენდერო დოკუმენტებით უცნობია, მიწოდებულია თუ არა ჩიპები. ამასთან, ძიანსუს პროვინციაში ქალაქ უსის მთავრობამ განაცხადა, რომ Nvidia H800 პროცესორებზე მომუშავე გამომთვლელი კლასტერი უკვე ექსპლუატაციაშია. ანალოგიური H800 კლასტერი აშენდა ფუძიანშიც, კომპანია Damingcheng-ის მონაწილეობით.ამერიკულ ჩიპებზე მოთხოვნა ჩინურ კვლევით ინსტიტუტებშიც ფიქსირდება: შენჟენის უნივერსიტეტმა სამი ერთეული H100 ჩიპი შეიძინა, ხოლო აშშ-ის შავ სიაში მყოფმა ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა - ორი ერთეული H200 პროცესორი.ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გეგმები აჩვენებს ჩინელი დეველოპერების ძლიერ დამოკიდებულებას ამერიკულ ტექნოლოგიებზე. აშშ-ის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების შემდგომი გამკაცრება კი პროექტების გაჭიანურების, ხარჯების ზრდის ან ადგილობრივ ალტერნატივებზე იძულებითი გადაწყობის რისკებს ქმნის.
1794567278
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.(R)
1794563024
დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს. დეკლარაციის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ასეთი გარანტიების გაცემის განზრახვას. ამასთან, ხელმომწერი მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებასა და მტკიცე გადაწყვეტილებას უკრაინის მიმართ.„ხელმომწერი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ევროპელების მონაწილეობით“, - ნათქვამია დეკლარაციაში. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას ხელს აწერენ: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.
1794562629
შეთანხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასა და შუა დერეფნის გაძლიერებას ითვალისწინებს.მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ფინანსურ ბაზრებზე, მწვანე დაფინანსების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება თანამშრომლობის პროგრესისა და სამომავლო პრიორიტეტების შესაფასებლად.
1794562429
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.
1794559472
აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ იყო (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ (გაიზარდა 6.5%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.3 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.
1794555682
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები ქეშბექს მიიღებენ
1793619133
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე...
1793618249
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი საბაჟო გამტარი პუნქტის „აბრეშუმი...
1793363920
1 დეკემბრიდან ელექტრონული შესყიდვის აქტი ამოქმედდება
1793797714
საცხოვრებელი ფართების სამშენებლო ნებართვები 10%-ით შემცირდა - თიბისი კ...
1793617863











