GE EN
სხვა სიახლეები
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ევროკავშირის რადიკალურ რეფორმას ითხოვს

გამოცემის ინფორმაციით, პარტია ევროპარლამენტის პირდაპირი არჩევნების ნაცვლად ეროვნული პარლამენტებიდან დელეგატების დანიშვნას, ევროკომისიის ფუნქციების მხოლოდ ადმინისტრაციული ამოცანებით შემოფარგვლას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების ეროვნული ლიდერებისთვის გადაცემას ითხოვს. გარდა ამისა, AfD ევროკავშირის სასამართლოს მთავრობებს შორის დავების განმხილველი საარბიტრაჟო ორგანოთი ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის.პარტიის გეგმა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტის შემცირებას, ევროპულ ინსტიტუტებში თანამშრომელთა აყვანის შეზღუდვას და გაერთიანების ზოგიერთი სპეციალიზებული სააგენტოს გაუქმებას.AfD ევროკავშირის ბიუჯეტში დღგ-დან და პლასტმასის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების გაუქმებასაც მოითხოვს. ამასთან, პარტია ევროზონის უდიდესი ეკონომიკებისთვის ევროპის ცენტრალურ ბანკში გავლენის გაზრდის ინიციატივით გამოდის და ციფრულ ევროს ეწინააღმდეგება.პარტია გერმანიისთვის ევროკავშირის საერთო წესებიდან გამონაკლისების დაშვებასაც ითხოვს მიგრაციის, დაბეგვრის, სოციალური პოლიტიკის, თავდაცვისა და ერთობლივი სესხების აღების საკითხებში.Politico-ს ცნობით, დოკუმენტში 2029 წელი, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები და გერმანიის ფედერალური არჩევნები გაიმართება, „პატრიოტული მემარჯვენე უმრავლესობის“ ჩამოყალიბების შესაძლო პერიოდად არის დასახელებული.თუ შეთავაზებული რეფორმების გატარება ვერ მოხერხდება, AfD გერმანიის ევროკავშირში წევრობის საკითხის რეფერენდუმზე გატანას გეგმავს.მანამდე Politico წერდა, რომ AfD-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი ევროპარლამენტში ღონისძიებაზე „ჩვენი ახალი კურსი ევროპისთვის“ სიტყვით გამოვა და, სავარაუდოდ, ევროპული თანამშრომლობის მომავალზე საკუთარ ხედვას წარადგენს.

1792483649

მესამე კვარტალში მოგზაურობიდან შემოსავალმა $1,8 მლრდ–ს გადააჭარბა

ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ თითქმის $3,8 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს. სების მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 30.2%-ია. სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 32.3%, 24.8%, 18.6% და 52.5%-ით და, შესაბამისად, 334.2, 234.9, 78.8 და 68.4 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა შესაბამისად, 33.8 და 58.5 მლნ აშშ დოლარამდე. საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

1792482579

Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ...

კონფერენციაზე წარდგენილი კვლევა საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკურ გარემოს, ასევე რეგიონის წამყვანი სექტორების, სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების, მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს აფასებს. კვლევის შედეგები ბიზნესს ბაზრის უკეთ გააზრებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. კვლევის მიხედვით, ბათუმის საბინაო ბაზარი ზრდას აგრძელებს. 2025 წელს ქალაქში რეკორდული რაოდენობის ბინა გაიყიდა, 2026–30 წლებში კი მიწოდება დაჩქარდება. ბაზარი ძირითადად საინვესტიციოა, ამიტომ მისი განვითარება ინვესტორის უკუგებაზეა დამოკიდებული. ბოლო წლებში ბინების ფასები ქირაზე სწრაფად გაიზარდა, რამაც საიჯარო შემოსავლიანობა შეამცირა, თუმცა ის კვლავ მიმზიდველ დონეზე რჩება. მისი შენარჩუნება ტურისტული მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული: საჭიროა მეტი ტურისტი, უფრო ხანგრძლივი ვიზიტები და დატვირთული არასეზონი. კვლევაში სამომავლო მიწოდება სეგმენტების მიხედვით (ბიუჯეტური, საშუალო, პრემიუმი) არის გაანალიზებული და თითოეული სეგმენტისთვის გაყიდვების პერსპექტივები არის შეფასებული.კონფერენციაზე ბათუმის სავაჭრო მოლების ანალიზიც წარადგინეს. ეფექტიანობით ისინი თბილისის მოლებს უახლოვდებიან, ქირა კი უფრო დაბალია. ახალი შესაძლებლობები გამორჩეულ ლოკაციებსა და პრემიუმ ბრენდებშია. ტურიზმის განვითარების მიმართულებით კვლევა სამ საკითხზეა ფოკუსირებული: არასეზონური მოთხოვნის განვითარებაზე, ტურისტული ბაზრებისა და ავიაკავშირების დივერსიფიკაციასა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმილ განვითარებაზე, რაც მზარდი მიწოდების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „აჭარა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც ტურიზმი და უძრავი ქონება აქტიურად ვითარდება. ამ ბაზრების რეგულარული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ მთავარი ტენდენციები და ბიზნესს რეგიონის ეკონომიკური პროცესების ფართო სურათი გავუზიაროთ, რაც მათ სამომავლო გეგმების დასახვაში დაეხმარება“, – განაცხადა Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა.(R)

1792481330

თურქეთის ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია

თურქული მედიის ცნობით, ფინანსური ბაზრების მარეგულირებლის ხელმძღვანელმა მაჰმუთ სიუთჩიუმ თავდაპირველად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა. თუმცა, პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ №2026/350 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.თავის მხრივ, ფინანსურ ბაზრებზე პასუხისმგებელმა მინისტრის მოადგილემ ოსმან ჩელიქმა ფინანსთა მინისტრ მეჰმედ შიმშექს პენსიაზე გასვლის შესახებ მიმართა.საკადრო გადაწყვეტილებები დაემთხვა მასშტაბურ კრიზისს, რომელიც შვიდი კომპანიის მიერ მართული 100-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციას უკავშირდება. პროცესი მარეგულირებლის ზედამხედველობით მიმდინარეობდა.ამავდროულად, სტამბოლის პროკურატურა თურქეთის საფონდო ბაზარზე მანიპულირების ფაქტებს იძიებს.

1792481253

ბაზისბანკის მხარდაჭერით ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027 იწყებ...

ჯილდოს მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა და სწავლების ხარისხის ამაღლება ინოვაციური სწავლების მიდგომების გზით, ასევე იმ მასწავლებლების აღიარება, რომელთაც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.„ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ ბაზისბანკის მხარდაჭერით უკვე მეორედ ტარდება.  კონკურსი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წარმატებით განხორციელდა. 2026 წელს ჩატარებული ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებული გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას შეუწყობენ ხელს, იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებენ ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით.გამარჯვებული მასწავლებელი ბაზისბანკისგან მთავარ პრიზს და ფულად ჯილდოს მიიღებს, ხოლო ფინალისტები ფულადი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.კონკურსის პირობებს დეტალურად გაეცანით ბმულზე.ასევე, დაინტერესებული მასწავლებლებისთვის 26 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ „ფინედუსთან“ ერთად მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საინტერესო ინიციატივების განხორციელებაში, რომელიც ფინანსური განათლების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. (R)

1792480810

ქართულმა ღვინომ აშშ-ის იმპორტიორთა რეიტინგში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა

AAWE-ს სტატისტიკით, 2026 წლის პირველ რვა თვეში აშშ-ის ღვინის ჯამური იმპორტი $4,498 მილიონიდან $3,786 მილიონამდე შემცირდა. გლობალური კლების ძირითადი მიზეზი უმსხვილესი მომწოდებლები გახდნენ: საფრანგეთიდან იმპორტი $245.25 მილიონით (−13.8%), ხოლო იტალიიდან $240.34 მილიონით (−16.5%) შემცირდა.მნიშვნელოვანი პროცენტული ვარდნა დაფიქსირდა სხვა წამყვან მწარმოებლებთანაც: ავსტრალია: −33.5% ($100.68 მლნ-მდე) ჩილე: −34.0% ($71.32 მლნ-მდე) არგენტინა: −25.2% ($98.62 მლნ-მდე) სამხრეთ აფრიკა: −33.1% ($15.99 მლნ-მდე) TOP-30 მომწოდებელს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მოლდოვასა (−81.5%) და გაერთიანებულ სამეფოს (−79.8%) ჰქონდათ. შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა ახალმა ზელანდიამ, სადაც კლებამ 5.3% შეადგინა ($302.44 მლნ).საერთო უარყოფითი ტენდენციის ფონზე, ზრდა მხოლოდ რამდენიმე მცირე მომწოდებელმა აჩვენა. მათ შორის არიან ლიბანი (+23.4%), შვეიცარია (+11.8%), დომენიკელთა რესპუბლიკა (+6.2%), საქართველო (+2.1%) და სლოვენია (+2.1%). შედეგად, აშშ-ის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველომ რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა (წინა წლის მე-18 პოზიციიდან).

1792477821