GE EN
სხვა სიახლეები
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების ვადის გადმოწევას და პროცესში ევროკავშ...

გამოცემის ცნობით, შეხვედრის ახალი რაუნდი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ორიენტირებულად 10 ნოემბრიდან იგეგმება. თუმცა, კიევი და ვაშინგტონი მოსკოვის დაყოლიებას შეხვედრის უფრო ადრე გამართვაზე ცდილობენ. ზელენსკის გუნდის წარმომადგენლის განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინისთვის დრო კრიტიკულია: „როდესაც არ გაქვს შუქი, წყალი ან გათბობა, ყველა დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“.კიევი დაჟინებით ითხოვს პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვას, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი მოიაზრება.უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არა კონკრეტული სოფლების კუთვნილებაზე, არამედ ომის შემდგომი უსაფრთხოების საერთო მოდელზე უნდა დაიწყოს.„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სურათი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ეს ნაწილი, როგორ დაიცავენ უკრაინას და როგორი იქნება თანამშრომლობა ნატოსთან. უბრალოდ ტრამპის დაპირებებზე დაყრდნობით, უკრაინაში არაფერი გაკეთდება“, - აცხადებს წყარო ბანკოვადან.კიევში პირველი შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ რეალური შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას 4 ნოემბრის შემდეგ გამოთქვამს. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად აბუ-დაბის გარდა შვეიცარიაც განიხილება.

1793012809

27-28 ოქტომბერს თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფ...

სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახსნის. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას.სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift, UnionPay, Luma Group, Accel, Tether, Ant International და სხვა. ასევე ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები. განხილვის ძირითადი მიმართულებები იქნება რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს  მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის, სადაც მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ციფრულ და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე იმსჯელებენ.სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების, ციფრული აქტივების რეგულირების საკითხებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. სამიტის დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.სამიტის ფარგლებში გაიმართება AI და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე. ჰაკათონი ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია და მასში 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს სწორედ დემო დღეზე გამოვლინდებიან.„„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაა. ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, პოტენციალის წარმოჩენას", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.GFTN სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ქსელი მოიცავს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს ისეთები როგორიცაა სინგაპური, იაპონია, შვეიცარია, ა.შ. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.(R)

1793005528

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გამო აფრთხილებს – თეირანი სპარსეთის ყურეში...

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის მიერ გავრცელებულ მასალაში ყურადღება გამახვილებულია ჰორმუზის სრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის შესაძლო გავლენაზე მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე. ეს საზღვაო დერეფანი სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს და ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.ირანი ტრამპის განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებსაბდოლაჰიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებშიც დაინახა წინააღმდეგობა. ირანელი გენერლის თქმით, თუ ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის ბირთვულ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, გაუგებარია, რატომ აგრძელებს აშშ თეირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე საუბარს.ირანული მხარე ამ განცხადებებს აშშ-ის მხრიდან ზეწოლის პოლიტიკის ნაწილად წარმოაჩენს. ამასთან, ბირთვული ობიექტების დაზიანების მასშტაბისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დასადგენად დამოუკიდებელი შეფასებებია საჭირო.ორი ნავთობტანკერის აფეთქების შესახებ ირანის განცხადებაირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ მონაკვეთზე ორი სუპერტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა და ხანძარი გაუჩნდა. ირანული მხარის ცნობით, გემები იმ მარშრუტით გადაადგილდებოდნენ, რომელიც თეირანს არასანქცირებულად ჰქონდა გამოცხადებული.ირანული უწყების მტკიცებით, აფეთქებებმა ტანკერების სამანქანო განყოფილებები დააზიანა, რის გამოც გემები გაჩერდა და ეკიპაჟებმა მათი დატოვება გადაწყვიტეს. სააგენტოს ცნობით, ტანკერებს ჯამში 4,5 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ.ინციდენტის ზუსტი გარემოებები ირანულ განცხადებაში დასახელებული არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაცია დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. საერთაშორისო მედიაც ამ ცნობებს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.რატომ არის ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანი?ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნავთობის მიწოდებაზე, გადაზიდვისა და დაზღვევის ხარჯებზე და, საბოლოოდ, ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების მერყეობაზე. ამიტომ რეგიონში სამხედრო დაძაბულობა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ეკონომიკის საკითხიცაა.Mehr-ის მასალის ავტორის შეფასებით, სრუტეზე კონტროლი ირანს ვაშინგტონზე ზეწოლის მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. ავტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჰორმუზის სრუტემ სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა და მიიჩნევს, რომ საზღვაო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და გადაზიდვებისთვის გაზრდილი საფრთხეები მის გავლენას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.ამავე დროს, ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტებისა და ნავთობის ფასების ცვლილების კონკრეტული მიზეზების დასადგენად დამოუკიდებელი მონაცემებია საჭირო.ირანის გზავნილი ვაშინგტონისადმი მკაფიოა: თეირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ყოფნასა და ირანის წინააღმდეგ ზეწოლის პოლიტიკას საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საკითხად განიხილავს და აცხადებს, რომ ამგვარ ქმედებებს პასუხი მოჰყვება.

1793003245

გასული კვირა ქართულმა კომპანიებმა ლონდონის ბირჟაზე წითელ ზონაში დახურე...

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.30 - 127.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.09% წინა კვირასთან შედარებით და -10.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 50.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 7.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 43.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

1793001674

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და...

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ. ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 25 მლნ. ლარს შეადგენს.კომპლექსი მცხეთაში, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება და  ის სასტუმროს, რესტორნებს, ღვინის საწარმოსა და მუზეუმს, ასევე საცხოვრებელ სახლებსა და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს. ტერიტორიაზე ასევე გაშენებულია ვაზი, მოეწყობა ღია აუზი და სპა ცენტრი.ტურისტული კომპლექსის მიმდებარედ მოეწყობა საცხოვრებელი სივრცეც, რომელიც რვა კორპუსს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია თბილისთან ახლოს მშვიდი, მრავალფეროვანი საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნას ეფუძნება. კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტყის მასივი კი მის ბუნებრივ გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.პროექტის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებული და გადახურულია სასტუმრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა 2026 წელს დაიწყო. ორივე კომპლექსის სრულად დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება.„მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, თბილისთან ახლოს შევქმნათ სივრცე, რომელიც სტუმრებსა და მობინადრეებს დასვენების, განტვირთვისა და მრავალფეროვანი გამოცდილების შესაძლებლობას შესთავაზებს. საქართველოს ბანკთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით არაერთ პროექტს მოიცავდა. მცხეთის კომპლექსის განხორციელების ყველა ეტაპზეც ბანკთან ერთად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ ფინანსურ ინსტიტუტსა და ბიზნესს შორის ნდობაზე, პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, 2028 წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დავასრულოთ და სივრცე სტუმრებისა და მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ”, - აცხადებს „სამეფო მარანის“ პარტნიორი დავით ფანჯაკიძე.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი და ტურისტული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. მცხეთის მულტიფუნქციური კომპლექსი მასშტაბური პროექტია, რომელიც ტურისტულ და საცხოვრებელ სივრცეებს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ „სამეფო მარანთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობთ და გვჯერა, რომ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.(R)

1793001466

₾1 მლნ-ის მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 13 პირს ბრალდება წარუდგინე...

ბრალდებულთა მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი 11 929 კვადრატულ მეტრს, ხოლო საერთო ღირებულება 1 025 719 ლარს აღემატება.პირველ საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებისა და გამოყენების გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაისაკუთრა სახელმწიფოს კუთვნილი, თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია, ხოლო საბაზრო ღირებულება 116 000 ლარს აღემატება.ასევე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და თაღლითობაში დახმარების ფაქტები.მეორე საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ რვა ბრალდებულმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყალბი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით, ჯგუფურად, თაღლითურად დაირეგისტრირა თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 2 000 კვადრატული მეტრია, ხოლო ღირებულება 733 760 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისებულია.მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ორმა პირმა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მარეგისტრირებელი ორგანო შეცდომაში შეიყვანა და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 1 840 კვადრატული მეტრია, ხოლო საერთო ღირებულება 12 912 ლარს შეადგენს.მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარეგისტრირებელი ორგანოსათვის განზრახ ყალბი მონაცემების მიწოდების გზით მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, საერთო ფართობით 7 089 კვადრატულ მეტრს, რომელთა საბაზრო ღირებულება 163 047 ლარს შეადგენს.ამასთანავე, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად აღიკვეთა ზემოხსენებული პირების მიერ ამავე რეგიონში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 10 321 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტები, რომელთა საბაზრო ღირებულება 150 660 ლარია.საგამოძიებო სამსახური აგრძელებს შესაბამის ღონისძიებებს სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით, აგრეთვე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

1792999186