GE EN
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გამსაღებელი უცხოელი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში, ჯამში, 35 000 აშშ დოლარის ოდენობის 350 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.

1792394121

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფ...

ინიციატივა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.ოქტომბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, მონაწილეებმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.ჯამში პროგრამის ფარგლებში 400-მდე მეწარმე ქალმა გაიარა ინტენსიური გადამზადების კურსები.მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე(R)

1792393884

საქართველოს რკინიგზა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის...

პროექტის ფარგლებში, ანაკლიაში დაახლოებით 17.74 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ახალი სადგურის, სარკინიგზო კვანძისა და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება.ინტერესთა გამოხატვის პროცესი მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით ხორციელდება. დაინტერესებულ საკონსულტაციო კომპანიებს განაცხადის წარდგენა 2026 წლის 17 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ.

1792393151

თიბისის მხარდაჭერით კახეთში ₾35 მლნ-ის ინვესტიციით „ასკანელი რეზორტი“...

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში - იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ - 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.(R)

1792392707

ჯელაძემ გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის მაღალი დონის დის...

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების რისკებზე, თაღლითობის პრევენციის მექანიზმებზე, ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობასა და ფინანსური სექტორის მედეგობის გაძლიერებაზე.როგორც ნინო ჯელაძემ აღნიშნა, მყისიერი გადახდების გარემოში, როდესაც ტრანზაქციები წამებში სრულდება, თაღლითობის დროული გამოვლენისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომატიზებული მონიტორინგის სისტემები, რეალურ დროში რისკების შეფასება და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება. ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა მისი განვითარება თაღლითობის ახალი მეთოდების გაჩენის რისკსაც ზრდის.ნინო ჯელაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ინოვაციური, სწრაფი და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს თან ახლდეს უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება და ფინანსური ინსტიტუტების მედეგობის უზრუნველყოფა. „საგადახდო სისტემა არ არის ნამდვილად ეფექტიანი, თუ ის სწრაფია, მაგრამ მისი ნდობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სისწრაფე, უსაფრთხოება და მედეგობა ერთმანეთის პარალელურად უნდა ვითარდებოდეს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.GFTN-ის მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსია პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირებას, ფინანსური სექტორის განვითარებისა და თანამედროვე საგადახდო ეკოსისტემის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა მიზნად.

1792241160

ხუციშვილი: სსფ-მა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდ...

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. „მსოფლიო ბანკი რჩება საქართველოს აქტიურ პარტნიორად და განაგრძობს ინვესტირებას, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლოდ შეთანხმებულ პროექტებში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.მან ისაუბრა, ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკრბთან გამართული შეხვედრების თაობაზე. მისი თქმით, ქართული დელეგაცია შეხვდა საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს, როგორც აშშ-ის მიმართულებით - Bank Of America-ს ორგანიზებით, ასევე, იაპონიის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩინურ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (ICBC; Nomura).„ყველა მიმართულებით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას.ინვესტორების მხრიდან ცალსახად აღინიშნა, ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს ეკონომიკაშია და მათი კლიენტების ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესება საქართველოს ბაზრით, საქართველოში ინვესტიციების განხორცილებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე არსებობს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ხორციელდება.მინისტრის თქმით, ხაზი გაესვა სწორ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.„აღინიშნა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ საერთაშორისო რეიტინგების პერსპექტივის მიმართულებით, გაუმჯობესება ასახული იქნება ჩვენი ქვეყნის რეიტინგებში", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებაც, სადაც განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, კაპიტალის ბაზარზე საქართველოს შემდგომი აქტიურობის საკითხი. ლაშა ხუციშვილის თქმით, ცალსახად აღინიშნა ის დადებითი ტენდენცია, რაც საქართველოს აქვს ბოლო პერიოდში და ასევე, სამომავლო გეგმები.„საქართველო ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი, მათ შორის, აზიის ბაზრებზე, ჩინეთის ბაზრებზე. მიმდინარე წელს, ძალიან წარმატებული ევროობლიგაციებისა და ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შემდგომ, მომდევნო პერიოდში ვფიქრობ, გვექნება ასევე წარმატებული გამოშვება აზიის ბაზრებზეც", -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

1792226460