1793347106
ამჯერად, ბანკმა თიბისი განაწილების პირობები გააუმჯობესა - მომხმარებლებს შენაძენის ღირებულების განაწილება უკვე უფრო ხანგრძლივად, 4 თვის ნაცვლად 6 თვეზე შეუძლიათ, ეფექტური 0%-ით, დამატებითი ხარჯისა და გაძვირების გარეშე.განაწილება თიბისის ინოვაციური გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შენაძენების ღირებულების ეტაპობრივად დაფარვისა და სურვილების მარტივად ასრულების შესაძლებლობას აძლევს.განაწილების ლიმიტის შემოწმება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკში - შედით და ნახეთ რა ლიმიტია ხელმისაწვდომი თქვენი სურვილების ასასრულებლად.(R)
1793602319
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფინანსური განათლების მასწავლებლები.„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან სწორედ ფინანსურად განათლებული ადამიანი არის ჯანსაღი საფინანსო სისტემისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის საფუძველი. გასულ წლებში ეროვნულმა ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეგიონებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამ მიმართულებით მუშაობას სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა „ფინედუს“ ინიციატივით განხორციელებული რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების შედეგები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების წარმომადგენლების მონაწილეობით კი პანელური დისკუსია „ერთი შეხვედრიდან ახალ შესაძლებლობებამდე“ გაიმართა.წლების განმავლობაში „ფინედუს“ მიერ განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგად მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა. სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 200-ზე მეტ კლასში ჩატარდა ფინანსური განათლების შესახებ გაკვეთილი, რომელმაც ჯამურად 33 ათასამდე მოსწავლე მოიცვა.პროექტმა „სტუმრად ეროვნულ ბანკში“ 85-ზე მეტი სკოლა და 2 200-ზე მეტი მოსწავლე მოიცვა, ფინანსური განათლების შესახებ სხვადასხვა წლებში გამართულ კონკურსებში 6 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, ფინანსური განათლების ინოვაციურ სპექტაკლს კი 1 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც „ფინედუმ“ რამდენიმე წლის წინ ჩაუყარა საფუძველი მასწავლებლების გაძლიერება და ჩართულობაა. ინიციატივა მასწავლებლებისთვის ტრენინგებს გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1 300-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა.ღონისძიების დასასრულს გაიმართა ახალი პროექტის - „ფინანსური განათლების ავტობუსი“ პრეზენტაცია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და პარტნიორ საფინანსო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივის მხარდამჭერები არიან: „სილქ ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბაზისბანკი“, მიკრობანკი „კრისტალი“ და მასტერქარდ საქართველოს წარმომადგენლობა.მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების, რეგიონებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ამ მიმართულებით საჯარო, საგანმანათლებლო და საფინანსო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
1793523060
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.
1793431320
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია.როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოსთან შედარებით 2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ზრდა სებ-ის პოლიტიკის შედეგია და ამასთან, აღნიშნავს რომ საერთაშორისო რეზერვების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, კაპიტალის შემოდინება, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და ნდობის გაუმჯობესება, რამაც ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.Fitch ასევე დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, პოზიტიურია დედოლარიზაციის ტენდენციები. სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას."ძლიერი ეკონომიკური ზრდა კვლავ დადებითად აისახება საქართველოს საბანკო სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. სექტორი გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით (ROE აგვისტოს მდგომარეობით ROE 23.2% შეადგინა), ძლიერი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)", - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.Fitch პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს გაუტოლდება, ხოლო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს 5%-ს დაუახლოვდება.
1793429880
ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.ასევე, სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ბევრად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი, ხოლო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საგარეო ვალი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება.სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაღალი ტემპით იზრდება და მიმდინარე წლის სექტემბერში 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული შედეგი მეტწილად განპირობებულია ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებით (კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით), კაპიტალური შემოდინებების ზრდით, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკითა და ნდობის ამაღლებით.Fitch Ratings საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და გონივრული ზედამხედველობა. ამასთან ხაზგასმულია, რომ დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის დონეები შემცირებით ხასიათდება, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებებით არის განპირობებული.ანგარიშის თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციების მდგრადი შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის, გაზრდილი საგარეო ბუფერები და მიმდინარე ანგარიშის მცირე დეფიციტი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
1793426460
მეორე სეზონში, 8 მონაწილე 7 ტურის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით გამოწვევას შეასრულებს. გამარჯვებულს კი ფულადი პრიზი - 20 000 ლარი გადაეცემა.CREATOR საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარებას და კონტენტ კრეატორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიონალი ჟიურისა და მოწვეული მენტორების დახმარებით გაიარონ ვიდეოს შექმნის სრული პროცესი - იდეის დამუშავებიდან საბოლოო პროდუქტის გამოქვეყნებამდე.პირველი სეზონის ფარგლებში პროექტში მონაწილეობის სურვილი 500-მდე დამწყებმა იუთუბერმა გამოთქვა, მათგან კი 9 მონაწილე შეირჩა. CREATOR-მა იუთუბერებს მისცა შესაძლებლობა, გაეფართოებინათ საკუთარი აუდიტორია, მიეღოთ პროფესიული უკუკავშირი და გასცნობოდნენ კონტენტის შექმნის სხვადასხვა ეტაპს.CREATOR-ის მეორე სეზონის ფარგლებში, შეიცვალა შეფასების სისტემა - თუ პირველ სეზონში თითოეული დავალება დამოუკიდებლად ფასდებოდა, ახლა მონაწილეების შედეგებს მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვებული ქულები განსაზღვრავს. შესაბამისად, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეულ დავალებაში კარგი შედეგის მიღწევა, არამედ თანმიმდევრულობა, განვითარება და პროცესში მუდმივი ჩართულობა.ამასთან, თუ პირველ სეზონში განაცხადის შევსება მაქსიმუმ 5 000 გამომწერის მქონე არხებს შეეძლოთ, ახლა მონაწილეობის მიღება 10 000-მდე გამომწერის მქონე კრეატორებსაც შეუძლიათ.მეორე სეზონის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტიპის დავალება და შემოქმედებითი გამოწვევა ელით. მათ ნამუშევრებს შეაფასებენ პროექტის ჟიურის წევრები – მახარა, კაკო და ჰიტა. შეფასების გარდა, ჟიურის წევრები მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებასა და რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ, დაეხმარებიან კონტენტის განვითარების გზების დანახვაში, ანალიტიკისა და აუდიტორიის უკუკავშირის გამოყენებაში.შეგახსენებთ, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ძვირად ღირებული ტექნიკის ან უკვე ჩამოყალიბებული დიდი აუდიტორიის ყოლა აუცილებელი არ არის. შეფასებისას მთავარი ყურადღება ეთმობა იდეას, ვიდეოს შინაარსს, კრეატიულობასა და დავალებასთან შესაბამისობას. სწორედ ამიტომ, CREATOR განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი სათქმელი აქვს, ახალი იდეების განხორციელება სურს და კონტენტის შექმნას პროფესიული განვითარების მიმართულებად განიხილავს.„საქართველოს ბანკისთვის ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვჯერა, რომ ამ სივრცეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გაძლიერებაში. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ პროექტი CREATOR-ი მეორე სეზონით ბრუნდება. პირველი სეზონის გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია დამწყები კრეატორებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ახალი სეზონით გვინდა, კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული უკუკავშირი, გადალახონ საწყისი ბარიერები და საკუთარი იდეები საინტერესო კონტენტად აქციონ“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.CREATOR-ის მეორე სეზონის ეპიზოდები YouTube-ზე იანვრიდან გამოქვეყნდება. თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს @argacherde(R)
1793375520
რიკოს პორტფელმა მილიარდს გადააჭარბა - მისოების რეიტინგი
1792677840
რა სარგებელს მოიტანს ციფრული ვალუტა - სები საპილოტე პროგრამით შეისწავლ...
1792585798
27-28 ოქტომბერს თბილისი ფინანსურ სამიტს მასპინძლობს
1793005528
სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო
1793017974
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე შეინარჩუნა
1792569931












