თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შიდა წარმოებამ 0.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 82.6%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (4.6 ათასი ტ).

ამ პერიოდში იმპორტი 0.7%-ით 128.4 ათას ტონამდე გაიზარდა. შიდა მიწოდება კი 8.1%-ით 121 ათას ტონამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში $99.6 მლნ-ის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.