თბილისი (GBC) - Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა, თუ რა მხარდაჭერა ექნებოდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სხვადასხვა ვერსიას - როგორც სრულად გაერთიანების, ასევე არსებულზე უფრო მსხვილი კოალიციების პირობებში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პროევროპული ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში, მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება / ხალხის ძალა - 38%;
  • პროევროპული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება: ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი;
  • საქართველო, გახარია - საქართველოსთვის, ლეიბორისტული პარტია, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 62%.

იმ შემთხვევაში, თუ სამთავრობო გუნდს დაუპირისპირდებოდა ერთი მხრივ "ერთიანობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის", ხოლო მეორეს მხრივ, "ძლიერი საქართველო" და "გახარია - საქართველოსთვის", შედეგები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 39%;
  • ერთიანობა, კოალიცია ცვლილებებისთვის - 36%;
  • ძლიერი საქართველო, გახარია - საქართველოსთვის - 25%.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 1.09-15.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%–იანი სანდოობის ზღვრისთვის.