თბილისი (GBC) - 500 Global-ის, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ხორციელდება. მალე, ახალი მე-8 ნაკადის გადამზადების პროგრამა დაიწყება.
დამწყები და გამოცდილი სტარტაპებისთვის, 500 Global in Eurasia მასტერკლასების სერიას მართავს.
თუ გაინტერესებთ, რატომ ვერ აღწევს წარმატებას 10 სტარტაპიდან 9, როგორ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ბიზნესი სწრაფად, მოიზიდოთ ინვესტორები და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, ეს შეხვედრების სერია თქვენთვისაა. მასტერკლასებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრებს 500 Global in Eurasia-ს საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტები ჩაატარებენ.
მასტერკლასების განრიგი კი ასე გამოიყურება:
4 თებერვალი, 18:00 საათი
The Art of Fundraising: What Top VCs Want to See
მასტერკლასს გაუძღვება პედრო სანტოს ვიერა, 500 Eurasia-ს პარტნიორი, რომელიც ეხმარება სტარტაპებს, მოიძიონ ფონდები და მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება.
11 თებერვალი, 18:00 საათი
Product-Led Growth: Strategies and Case Studies for Scale
მასტერკლასს ჩაატარებს ჯაკომო პოჯალი, პროდუქტის მენტორი. ის არის 0-1 პროდუქტის მენეჯერი და უკვე 7 წელია ეხმარება სტარტაპებს ზრდასა და ბაზარზე მასშტაბირებაში.
18 თებერვალი, 18:00 საათი
Scaling Operations for Success
მასტერკლასს გაუძღვება ნიკოლას ჰო, ოპერაციების მენტორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პროდუქტის სტრატეგიისა და ლიდერშიფის მიმართულებით, ეხმარებოდა გუნდებს, მოეხდინათ KPI-ზე ფოკუსირებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკების იმპლემენტაცია საკუთარი კომპანიის ბიზნეს პროცესებში.
მასტერკლასების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.