თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე პირისპირ შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მათივე ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კობახიძემ ვიზიტები გამართა აზერბაიჯანში და არაბთა გაერთიანებული საამიროებში.