თბილისი (GBC) – ყაზახური ფინტექ კომპანია kaspi 3Q2024–ის პერიოდის დივიდენდებს გადაიხდის, 1 ჩვეულებრივ აქციაზე 850 ტენგეს ($1,7) ოდენობით. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერთა კრებაზე მიიღეს.

იანვარ–სექტემბრის პერიოდში kaspi–ს წმინდა მოგება 23%–ით გაიზარდა და 740,4 მილრდ ტენგე ($1,5 მლრდ) შეადგინა.

კომპანიამ Kaspi.kz, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელით ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძეა, ამერიკულ ბირჟაზე Nasdaq $1,04 მლრდ–ის ფასიანი ქაღალდები იანვარში განათავსა.