თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 24–28 მრტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული BOG-ის და TBC-ის აქციების ფასი კვირის ჭრილში დაეცა, თუმცა Georgia Capital-ის აქციების ფასი წინა კვირასთან 2.65%–იან პლუსში გავიდა. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 55.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.28% წინა კვირასთან შედარებით და +5.10% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 55.10 - 58.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.51% წინა კვირასთან შედარებით და -1.05% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 371 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.15 - 44.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 157 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.52 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.65% წინა კვირასთან შედარებით და +7.48% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 309 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 15.00 - 15.76 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.