თბილისი (GBC) – სებსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 9 თვეში განმავლობაში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 2.52 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 727 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია. კლების ერთადერთ მიზეზად კი რუსეთიდან მიგრაციული ეფექტის შემცირებაა. 

2024 წელს რუსეთიდან მხოლოდ 445 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 874 მილიონი დოლარით, ანუ 66%-ით ნაკლებია.

სებსტატის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ რუსეთმა მიმდინარე წლის ივლისიდან გზავნილების ქვეყნებს შორის #1 პოზიცია დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა იტალიასა და აშშ-ის შემდეგ.

ამ ეტაპზე, საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მიღების მთავარი წყარო სწორედ საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული პირების გადმორიცხვებია.

TOP10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წლის სექტემბერში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა: 

  • იტალია - $49.598 მლნ (+13.4%);
  • აშშ - $49.034 მლნ (+17.7%);
  • რუსეთი - $35.823 მლნ (-40%);
  • გერმანია - $25.521 მლნ (+18.4%);
  • საბერძნეთი - $24.719 მლნ (+18.7%);
  • ისრაელი - $20.657 მლნ (+20.9%);
  • ყირგიზეთი - $9.195 მლნ (+111.5%);
  • თურქეთი - $8.986 მლნ (-3.1%);
  • ყაზახეთი - $8.075 მლნ (-56%);
  • ირლანდია - $5.920 მლნ (+26%).