თბილისი (GBC) - ლარზე მოთხოვნა ოქტომბერში თითქმის 1.5-ჯერ შემცირდა, ვიდრე სექტემბერში იყო გაზრდილი.
სებ-ის თვის მიმოხილვით, სექტემბერში მიმოქცევაში ლარი 79.5 მლნ ლარით გაიზარდა და 6.557 მილიარდს მიაღწია. ოქტომბერში კი მოთხოვნა 105 მლნ ლარითაა შემცირებული
ერთდღიანი სესხის ნაშთი სექტემბერში 365 მლნ-ით, ოქტომბერში კი თითქმის 2 მლრდ -არის გაზრდილი.
რეფინანსირების სესხები აგვისტო-სექტემბერში თითქმის 300 მილიონით გაიზარდა, ოქტომბერში კი ₾50 მლნ-ით შემცირებულია და ნაშთი 3.85 მლრდ -ს შეადგენს.
ოქტომბერში სავალუტო აუქციონებით სისტემას 600 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა ( სებ-მა 4 აუქციონზე $213.5 მლნ გაყიდა). Bmatch ვაჭრობით და სხვა ინსტრუმენტებით კი 1 მილიარდზე მეტი.
სებ-ი სავალუტო ბაზარზე ისე ერევა (როცა აწონასწორებს,ჭარბ მერყეობას ამცირებს) რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.
სებ-ის სტატისტიკით, სექტემბერში $/₾ ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 300.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+$119 მლნ m.m). სექტემბერში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების გარიგებები თითქმის მთლიანად სპოტ გარიგებებით დაიდო (99%) და 3.3 მლრდ -ს მიაღწია.
სებ-ის წილი სავალუტო ბაზარზე და Bmatch-ზე შესყიდვები(გაყიდვები)
პერიოდი |
წილი |
შესყიდვა(გაყიდვა) |
სექტემბერი |
3.2% |
($106.5)მლნ |
აგვისტო |
1.2% |
$41 მლნ |
ივლისი |
0.1% |
$1.9 მლნ |
ივნისი |
3.3% |
($42) მლნ |
მაისი |
3.7% |
($9.1) მლნ |
აპრილი |
2.3% |
$73.1 მლნ |
მარტი |
4.3% |
$127,9 მლნ |
თებერვალი |
3.0% |
$77.5 მლნ |
იანვარი |
0.3% |
$8.1 მლნ |
წყარო: სებ-ი & BRG