თბილისი (GBC) - სებ-ის მიმოხილვით, ოქტომბერში სავალუტო ბაზარზე ყიდვა-გაყიდვების აქტივობები ტრადიციულად, ძირითადად (98,2%) სპოტ გარიგებებზე მოდის. 

მთლიანმა ვაჭრობამ 4,011 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წლიურად 43%-იანი ზრდაა (10/23 – $2.8 მლრდ; +$1.2 მლრდ Y.Y ). გარიგებების ძირითადი ნაწილი ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მოდიოდა, მცირე წილი არარეზიდენტ ბანკებზე. სებ-ის წილი  კი 15%-ს მიახლოვდა (14.7%).

ბაზრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი უპრეცედენტოა. ორნიშნა არასდროს ყოფილა.  წლის მაქსიმუმი 4%-ის ფარგლებში იყო.

სებ-ს გაცხადებული აქვს, რომ,  სავალუტო ბაზარზე ისე ერევა (როცა აწონასწორებს, ჭარბ მერყეობას ) რომ კურსის საშუალო და გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე ააცილოს.

ჯამურად, თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 591.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 სებ-ის წილი  სავალუტო ბაზარზე და Bmatch-ზე შესყიდვები(გაყიდვები)

 პერიოდი

წილი

  შესყიდვა(გაყიდვა)

ოქტომბერი

14.7%

  ($377.7)მლნ 

სექტემბერი 

3.2%

  ($106.5)მლნ 

აგვისტო 

1.2%

         $41 მლნ 

ივლისი

0.1%

        $1.9 მლნ 

ივნისი

3.3%

       ($42) მლნ

მაისი 

3.7%

      ($9.1) მლნ

აპრილი

2.3% 

       $73.1 მლნ

მარტი 

4.3%

     $127,9 მლნ 

თებერვალი 

3.0% 

       $77.5 მლნ

იანვარი

0.3% 

         $8.1 მლნ 

 

წყარო: სებ-ი & BRG