თბილისი (GBC) - საბანკო ბარათებით ტრანზაქციების მოცულობამ 73 მლრდ ლარს მიაღწია. წლიურად  14%-იანი ზრდაა. ქართული ბანკების პლასტიკური ბარათებით 2023 წელს 72.8 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა, წინა წელს კი 64 მლრდ ლარის ფარგლებში იყო.

მთლიანი ტრანზაქციებიდან ქვეყანაში 65 მლრდ ლარის, საზღვარგარეთ კი უცხოურ ვალუტაში, 7.8 მლრდ ლარის ექვივალენტი ოპერაციები შესრულდა.

სებ-ის სტატისტიკით, ძირითადი გადახდები უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციებზე მოდის. საბანკო პლასტიკური ბარათებით, სავაჭრო-მომსახურების ობიექტების პოს–ტერმინალებში გატარებული და ინტერნეტით გადახდილი თანხები 25 მილიარდს აჭარბებს.

ელ/კომერციის (ინტერნეტით გადახდები) წილი თითქმის გაორმაგებულია. 2023-ში 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022-ში კი 8.2 მლრდ ლარის ფარგლებში იყო