თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ში წერს, -„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს ომბუდსმენთან. თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და უსაფუძვლო დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“.