თბილისი (GBC) - ევროპის სახალხო პარტია (EPP) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან და შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. EPP მოუწოდებს პარტნიორებს, ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს.
„26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ წაერთვა მათი ფუნდამენტური თავისუფლება და უფლება, რომ აერჩიათ საკუთარი მომავალი „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ძალადობით, ზეწოლით, დაშინებით, ხმების მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენებითა და საარჩევნო მანიპულაციებით, „ქართული ოცნების” მთავრობამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და იმ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, რომლისკენაც მიისწრაფვის ქართველი ხალხი.
ევროპის სახალხო პარტია დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ სამართლიან მოთხოვნაში, რომ სწრაფად აღმოფხვრან მათი ლეგიტიმური შეშფოთება არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომელიც სანდო ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს. ქართველი ხალხი იმსახურებს მათ ადგილს ევროპის თავისუფალი, დემოკრატიული ერების გვერდით და ვერავინ უნდა შეძლოს მათი ევროპული მომავლის წართმევა”, – აღნიშნულია განცხადებაში.