თბილისი (GBC) – ჩინეთი სამხრეთ ტიბეტში მსოფლიოში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters ჩინურ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით წერს.
მდინარე იარლუნგ ცანგლოზე კაშხლის მშენებლობას ჩინეთის მთავრობამ ოთხშაბათს დაუჭირა მხარი.
პროექტის თანახმად, ჰესი 300 მლრდ კვტ/სთ–ს გამოიმუშავებს, რაც „სამი ხეობის“ სახელით ცნობილ ჩინეთის უმსხვილესი ელექტროსადგურის გენერაციასაც კი აჭარბებს.
წინასწარი მონაცემებით, პეკინი ამ ჰესის მშენებლობაზე $137 მლრდ–ს დახარჯავს, რაც დღეისთვის მსოფლიოში უმსხვილესი ერთჯერადი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.