თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის მთავრობაში დაადასტურეს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ამის შესახებ EURONEWS იუწყება. 

აზერბაიჯანის მთავრობიდან წყარომ ტელეარხს უთხრა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს.

გამოძიების წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ გროზნოს ცაზე გაშვებული რუსული რაკეტა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.

აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა EURONEWS–ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს ხუთშაბათს, რომ „მიწა–ჰაერის“ კლასის რუსული რაკეტა გახდა აქთაუსთან აზერბაიჯანული ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი.

იგივე წყაროების ცნობით, გროზნოს ცაზე რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანული ბორტის პილოტებმა და მგზავრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

EURONEWS–ს სამთავრობო წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაშვების უფლება არ მისცეს, მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა, საგანგებო დაშვებასთან დაკავშირებით და უბრძანეს, ფრენა კასპიის ზღვის ცაზე, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით გაეგრძელებინათ. არსებული მონაცემების თანახმად, თვითმფრინავის GPS-ნავიგაციის სისტემა კასპიის ზღვის ცაზე ფრენის პერიოდში ჩახშობილი იყო.