თბილისი (GBC) – საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ოთხშაბათს, 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოს შემდეგმა მთავრობამ უნდა შეაბრუნოს კურსი, ხელახლა ერთგული გახდეს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თუ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სურს.
“რა იქნება შემდეგ? ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა ქართველი ლიდერების ხელშია. ახლა მოუწევს ოფიციალურ პირებს, რომ წაიკითხონ [ევროკომისიის] გაფართოების ანგარიში ძალიან-ძალიან ყურადღებით. ის სთავაზობს ნათელ გზას ხელახლა ჩართულობისკენ და საგზაო რუკას საქართველოს შესაძლო ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს გულწრფელ პოლიტიკურ ნებას, სერიოზულ რეფორმებს და ხელახლა ერთგულებას ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი არის აშენებული.
გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და მხოლოდ მაშინ, თუ საქართველო განახორციელებს რეფორმებს, ის წინ წაიწევს ევროკავშირის გზაზე. აქ არ არის საიდუმლოები და არ არის მოკლე გზები, საქართველოს შემდეგმა მთავრობამ უნდა შეაბრუნოს კურსი, ხელახლა ერთგული გახდეს დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თუ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება სურს. ეს საარჩევნო პროცესის შესახებ სრული გამჭვირვალობით უნდა დაიწყოს.
ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პატივს სცემენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველო ევროპულ გზას. გთხოვთ, ნუ დაკარგავთ იმედს,” - განაცხადა ჰერჩინსკიმ.