თბილისი (GBC) - უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან ლოხიშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ხერსონის მიმართულებით მომხდარი თავდასხმისას ემსხვერპლა.

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ომის მიმდინარეობას არსებული ცნობებით, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 74 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.