თბილისი (GBC) – საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრების შესახებ ინფორმაციებს კი თავად ადმინისტრაცია გაავრცელებს.

ევროპული საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს 2 ოქტომბერს, 12:30-ზე (თბილისის დროით 14:30 საათზე) შეხვდება.