თბილისი (GBC) – საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ–რიადში აშშ–რუსეთის მოლაპარაკებები 18 თებერვალს 15 წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა.
მოლაპარაკებების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რუსეთის მთავარი დიპლომატი სერგეი ლავროვი ჟურნალისტებს გაესაუბრება.
რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ. აშშ–ის გუნდში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
კრემლში მანამდე აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომზადება.
ამ შეხვედრის ორგანიზება დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის 12 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.