თბილისი (GBC) – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე მიტანილი მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად ობოლონის რაიონში დიდი ხანძარია: საოფისე კორპუსში, რომელშიც 7 სართული იწვის, ერთი ადამიანი დაიღუპა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაჭრილია სამი ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგო. კიევის კიდევ ერთ რაიონში სამი საწყობი იწვის, საერთო ფართობით 600 კვ/მ. ასევე ხანძარია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე. სვიატოშინის რაიონში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, აქ დაზარალებულები არ არიან.