თბილისი (GBC) - ჩეჩნეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი Danone-ის რუსულ შვილობილ კომპანიას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია Spark-Interfax მონაცემებიდან ირკვევა.
შესაბამისად, საწარმოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე–პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი იაკუბ ზაკრიევი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ Danone-ს ლუდის წარმოების გიგანტ Carlsberg-თან ერთად რუსეთის ხელისუფლებამ აქტივები ჩამოართვა. მიზეზი მათი მშობელი კომპანიების რუსეთის უკრაინაში გამო ქვეყნიდან გასვლაა.
Danone რუსეთში უდიდესი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში 8000 თანამშრომლით ოპერირებდა.