თბილისი (GBC) - რუსეთის მთავრობამ იოგურტის მწარმოებელ Danone-ს და ლუდის მწარმოებელი კომპანიის Carlsberg-ის შვილობილ კომპანიას აქტივები ჩამოართვა და სახელმწიფოს „დროებით მართვაში“ გადაიყვანა.
აღნიშნული კანონი მოსკოვმა წლის დასაწყისში მიიღო. კანონი აქტივების ჩამორთმევას ისახავს მიზნად ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა წარმოშობა „არამეგობრული ქვეყნებიდან“ არის.
კვირას გამოცემული ბრძანებით, Danone Russia და Carlsberg-ის საკუთრებაში არსებული Baltika Breweries-ის აქციები რუსეთის ქონების სააგენტოს Rosimushchestvo-ს კონტროლს ექვემდებარება.
Danone აცხადებს, რომ გამოძიების პროცესშია, ხოლო Carlsberg-ის განცხადებით მათ არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური წერილი პრეზიდენტის ბრძანებასთან დაკავშირებით.