თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 5.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.8%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 11.1%-ით გაიზარდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 2.8%-ით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 8.8%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.