თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1%-ით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება.
ღორის რაოდენობამ 129.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ფრინველის რაოდენობამ 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2024 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 26.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.1%-ით მეტია. 2024 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 83.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.3%-ით აღემატება.
ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 169.1 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3%-ით მეტია. 2024 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 653.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.04%-ით მეტია