თბილისი (GBC) – 3 თვეში ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა.  ამის შესახებ BBC წერს.

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში 4.5% დაფიქსირდა.

ეკონომიკური აქტივობის ძირითადი წილი შინამეურნეობებზე და ინდუსტრიულ სექტორებზე მოდის.

საანგარიშო პერიოდში ჩინეთში ქარხნების გამოშვება 3.9%-ით გაიზარდა. გამოცემა ასევე წერს, რომ საავიაციო სექტორმა დიდი როლი ითამაშა მშპ-ს ზრდის ინდექსის ფორმირებაში. ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ თვეში (მარტში), ჩინეთში 45 მილიონზე მეტი საჰაერო მგზავრობა დაფიქსირდა, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

შეგახსენებთ, ჩინეთის მშპ-მ 2022 წელს 18.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.