თბილისი (GBC) – ყაზახური ფინტექ კომპანიის Kaspi ერთ–ერთმა მაჟორიტარმა აქციონერმა ვიაჩესლავ კიმმა ყაზახეთის სიდიდით მეექვსე ბანკის Jusan Bank შესყიდვაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ კომპანიის პრეს–სამსახურის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საფინანსო სექტორის რეგულირებისა და განვითარების სააგენტოში განაცხადი შევიტანე Jusan Bank–ის წილის 97,5%–ის შესყიდვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კიმმა.
მარეგულირებელში სააგენტო REUTERS-ს აცნობეს, რომ კიმის განაცხადს 50 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავენ.
კომპანია Jusan, რომლის შემადგენლობაშიც შედის Jusan Bank, 2023 წლის ივნისში სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.
„მაქვს მოლოდინი, რომ რეგულატორი ჩემი განაცხადის დეტალური შესწავლის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. აღვნიშნავ, რომ ეს გარიგება არანაირ კავშირში არ იქნება Kaspi.kz–თან“, – თქვა კიმმა.
კიმს არაფერი უთქვამს გარიგების ფასზე და ბანკის განვითარების გეგმებზე.