თბილისი (GBC) - საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს, – ამის შესახებ reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს წყარო იმასაც ეუბნება, რომ პარიზმა შეხვედრაზე მიიწვია იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირველ სამიტზე არ იყვნენ.
reuters -ის წყაროს თქმით, მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან: ნორვეგია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
17 თებერვალს პარიზში გამართულ შეხვედრას რვა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი - ოლაფ შოლცი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.